სურა 7 ეღრაფი, აიათი 80 – 84
-
وَلُوطًا إِذْ قَالَ لِقَوْمِهِ أَتَأْتُونَ الْفَاحِشَةَ مَا سَبَقَكُمْ بِهَا مِنْ أَحَدٍ مِنَ الْعَالَمِينَ
და ლუტი, აკი, უთხრა თავის ხალხს: განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ სისაძაგლეს თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?
7:80 -
إِنَّكُمْ لَتَأْتُونَ الرِّجَالَ شَهْوَةً مِنْ دُونِ النِّسَاءِ ۚ بَلْ أَنْتُمْ قَوْمٌ مُسْرِفُونَ
უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით. მართლაც, რომ აღვირახსნილი ხალხი ხართ თქვენ!
7:81 -
وَمَا كَانَ جَوَابَ قَوْمِهِ إِلَّا أَنْ قَالُوا أَخْرِجُوهُمْ مِنْ قَرْيَتِكُمْ ۖ إِنَّهُمْ أُنَاسٌ يَتَطَهَّرُونَ
და არ იყო პასუხი მისი ხალხისა, გარდა თავიანთი აზრის გამოთქმისა: გააძევეთ ისინი თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ!
7:82 -
فَأَنْجَيْنَاهُ وَأَهْلَهُ إِلَّا امْرَأَتَهُ كَانَتْ مِنَ الْغَابِرِينَ
ამრიგად, გადავარჩინეთ იგი და ოჯახი მისი, ცოლის გამოკლებით, იგი დარჩენილთა შორის იყო.
7:83 -
وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِمْ مَطَرًا ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُجْرِمِينَ
და ჩვენ გავაწვიმეთ მათზე წვიმა. მაშ, შეხედე, როგორი იყო ცოდვილთა აღსასრული!
7:84
თარგმანი: რეზო მიქელაძე