სურა 7 ეღრაფი, აიათი 8 – 9

  1. وَالْوَزْنُ يَوْمَئِذٍ الْحَقُّ ۚ فَمَنْ ثَقُلَتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ

    და იმ დღეს სასწორიც ჭეშმარიტებაა და ვისი ასაწონიც გადაწონის, სწორედ ისინი იქნებიან ნეტარნი.

    7:8
  2. وَمَنْ خَفَّتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ بِمَا كَانُوا بِآيَاتِنَا يَظْلِمُونَ

    და ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავიანთი თავი წაიწყმიდეს იმით, რომ ჩვენ აიათებს უსამართლოდ ეპყრობოდნენ.

    7:9

თარგმანი: რეზო მიქელაძე