სურა 7 ეღრაფი, აიათი 72 – 77

  1. فَأَنْجَيْنَاهُ وَالَّذِينَ مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِنَّا وَقَطَعْنَا دَابِرَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۖ وَمَا كَانُوا مُؤْمِنِينَ

    შემდეგ ჩვენი წყალობით, გადავარჩინეთ იგი და რომელნიც იყვნენ მასთან ერთად. ხოლო რომელთაც სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი აიათები, და არ იყვნენ მორწმუნენი, ამოვძირკვეთ ძირფესვიანად ეგენი.

    7:72
  2. وَإِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمْ صَالِحًا ۗ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ قَدْ جَاءَتْكُمْ بَيِّنَةٌ مِنْ رَبِّكُمْ ۖ هَٰذِهِ نَاقَةُ اللَّهِ لَكُمْ آيَةً ۖ فَذَرُوهَا تَأْكُلْ فِي أَرْضِ اللَّهِ ۖ وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوءٍ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    და სემუდელებთან მათი ძმა სალიჰი. უთხრა: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. თქვენ მოგივიდათ უკვე ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან. ხოლო ეს დედალი აქლემი სასწაულად თქვენთვის ალლაჰისგან. მაშ, გაუშვით იგი, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და არ შეეხოთ მას ბოროტად, თორემ მწარე სასჯელი შეგიპყრობთ თქვენ!

    7:73
  3. وَاذْكُرُوا إِذْ جَعَلَكُمْ خُلَفَاءَ مِنْ بَعْدِ عَادٍ وَبَوَّأَكُمْ فِي الْأَرْضِ تَتَّخِذُونَ مِنْ سُهُولِهَا قُصُورًا وَتَنْحِتُونَ الْجِبَالَ بُيُوتًا ۖ فَاذْكُرُوا آلَاءَ اللَّهِ وَلَا تَعْثَوْا فِي الْأَرْضِ مُفْسِدِينَ

    და გაიხსენეთ, როცა თქვენ დაგადგინათ შემცვლელებად ადის ხალხის შემდეგ და დაგაბინავათ დედამიწაზე, რომლის ველებზეც სასახლეებს აგებდით და რომლის მთებზეც სახლებს კვეთდით. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი და არა ჰქმნათ ქვეყნად ბოროტება ავკაცობით!

    7:74
  4. قَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا مِنْ قَوْمِهِ لِلَّذِينَ اسْتُضْعِفُوا لِمَنْ آمَنَ مِنْهُمْ أَتَعْلَمُونَ أَنَّ صَالِحًا مُرْسَلٌ مِنْ رَبِّهِ ۚ قَالُوا إِنَّا بِمَا أُرْسِلَ بِهِ مُؤْمِنُونَ

    ჰკითხეს მათ თავკაცებმა, რომელნიც ქედმაღლობდნენ მისი ხალხისგან, რომელთაც თვლიდნენ უძლურებად, და ვინც იწამა მათ შორის: განა ნამდვილად იცით თქვენ, რომ სალიჰი თავისი ღმერთის მიერ არის წარმოგზავნილი? მიუგეს: უეჭველად, ჩვენ ვიწამეთ იგი, რაც მოევლინა მას.

    7:75
  5. قَالَ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا إِنَّا بِالَّذِي آمَنْتُمْ بِهِ كَافِرُونَ

    რომელნიც ქედმაღლობდნენ, თქვეს: უეჭველად, უარმყოფელნი ვართ იმისა, რაც იწამეთ თქვენ.

    7:76
  6. فَعَقَرُوا النَّاقَةَ وَعَتَوْا عَنْ أَمْرِ رَبِّهِمْ وَقَالُوا يَا صَالِحُ ائْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الْمُرْسَلِينَ

    შემდეგ დაკლეს დედალი აქლემი და გადასცდნენ თავიანთი ღმერთის ბრძანებას, და უთხრეს: ჰეი, სალიჰ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ შუამავალთაგანი შენ!

    7:77

თარგმანი: რეზო მიქელაძე