სურა 7 ეღრაფი, აიათი 70 – 71

  1. قَالُوا أَجِئْتَنَا لِنَعْبُدَ اللَّهَ وَحْدَهُ وَنَذَرَ مَا كَانَ يَعْبُدُ آبَاؤُنَا ۖ فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    უთხრეს: განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ თაყვანი ვცეთ მხოლოდ ალლაჰს და თავი ვანებოთ იმას, რასაც თაყვანს სცემდნენ ჩვენი მამები? მაშ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ მართალი შენ!

    7:70
  2. قَالَ قَدْ وَقَعَ عَلَيْكُمْ مِنْ رَبِّكُمْ رِجْسٌ وَغَضَبٌ ۖ أَتُجَادِلُونَنِي فِي أَسْمَاءٍ سَمَّيْتُمُوهَا أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمْ مَا نَزَّلَ اللَّهُ بِهَا مِنْ سُلْطَانٍ ۚ فَانْتَظِرُوا إِنِّي مَعَكُمْ مِنَ الْمُنْتَظِرِينَ

    მიუგო: თქვენ უკვე თავს დაგატყდათ სასჯელი და რისხვა თქვენი ღმერთისგან. ნუთუ იმ სახელების გამო მეჭიდილებით, რომელიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა; ხოლო ალლაჰს არავითარი მტკიცება არ მოუვლენია ამაზე. მაშ, დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!

    7:71

თარგმანი: რეზო მიქელაძე