სურა 7 ეღრაფი, აიათი 65 – 72

  1. وَإِلَىٰ عَادٍ أَخَاهُمْ هُودًا ۗ قَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۚ أَفَلَا تَتَّقُونَ

    და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი?!

    7:65
  2. قَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَوْمِهِ إِنَّا لَنَرَاكَ فِي سَفَاهَةٍ وَإِنَّا لَنَظُنُّكَ مِنَ الْكَاذِبِينَ

    უთხრეს თავკაცებმა, რომელთაც უარყვეს: უეჭველად, გხედავთ უმეცრებაში შენ და უეჭველად, მატყუართაგან გვგონიხარ ჩვენ.

    7:66
  3. قَالَ يَا قَوْمِ لَيْسَ بِي سَفَاهَةٌ وَلَٰكِنِّي رَسُولٌ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ

    უთხრა: ხალხო ჩემო! მე არ ვარ უმეცარი, არამედ მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა.

    7:67
  4. أُبَلِّغُكُمْ رِسَالَاتِ رَبِّي وَأَنَا لَكُمْ نَاصِحٌ أَمِينٌ

    მე თქვენ გაუწყებთ გარდმოვლენილ მოწმობანს ჩემი ღმერთის; და სანდო მრჩეველი ვარ თქვენთვის.

    7:68
  5. أَوَعَجِبْتُمْ أَنْ جَاءَكُمْ ذِكْرٌ مِنْ رَبِّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍ مِنْكُمْ لِيُنْذِرَكُمْ ۚ وَاذْكُرُوا إِذْ جَعَلَكُمْ خُلَفَاءَ مِنْ بَعْدِ قَوْمِ نُوحٍ وَزَادَكُمْ فِي الْخَلْقِ بَسْطَةً ۖ فَاذْكُرُوا آلَاءَ اللَّهِ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

    ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთის უწყება ერთ კაცს ებოძა თქვენგან, რათა შეგაგონოთ თქვენ? და გაიხსენეთ როცა მან დაგადგინათ შემცვლელებად ნუჰის ხალხის შემდგომ და გქმნათ თქვენ ახოვანი და ტანადი. მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი, ეგების გადარჩენილი იქნეთ თქვენ!

    7:69
  6. قَالُوا أَجِئْتَنَا لِنَعْبُدَ اللَّهَ وَحْدَهُ وَنَذَرَ مَا كَانَ يَعْبُدُ آبَاؤُنَا ۖ فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    უთხრეს: განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ თაყვანი ვცეთ მხოლოდ ალლაჰს და თავი ვანებოთ იმას, რასაც თაყვანს სცემდნენ ჩვენი მამები? მაშ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ მართალი შენ!

    7:70
  7. قَالَ قَدْ وَقَعَ عَلَيْكُمْ مِنْ رَبِّكُمْ رِجْسٌ وَغَضَبٌ ۖ أَتُجَادِلُونَنِي فِي أَسْمَاءٍ سَمَّيْتُمُوهَا أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمْ مَا نَزَّلَ اللَّهُ بِهَا مِنْ سُلْطَانٍ ۚ فَانْتَظِرُوا إِنِّي مَعَكُمْ مِنَ الْمُنْتَظِرِينَ

    მიუგო: თქვენ უკვე თავს დაგატყდათ სასჯელი და რისხვა თქვენი ღმერთისგან. ნუთუ იმ სახელების გამო მეჭიდილებით, რომელიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა; ხოლო ალლაჰს არავითარი მტკიცება არ მოუვლენია ამაზე. მაშ, დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!

    7:71
  8. فَأَنْجَيْنَاهُ وَالَّذِينَ مَعَهُ بِرَحْمَةٍ مِنَّا وَقَطَعْنَا دَابِرَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۖ وَمَا كَانُوا مُؤْمِنِينَ

    შემდეგ ჩვენი წყალობით, გადავარჩინეთ იგი და რომელნიც იყვნენ მასთან ერთად. ხოლო რომელთაც სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი აიათები, და არ იყვნენ მორწმუნენი, ამოვძირკვეთ ძირფესვიანად ეგენი.

    7:72

თარგმანი: რეზო მიქელაძე