სურა 7 ეღრაფი, აიათი 59 – 64

  1. لَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِ فَقَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ

    და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან და აკი, უთხრა მათ: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი. უეჭველად, მეშინია მე თქვენს გამო უდიდესი დღის სასჯელისა!

    7:59
  2. قَالَ الْمَلَأُ مِنْ قَوْمِهِ إِنَّا لَنَرَاكَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    თქვეს თავის ხალხიდან თავკაცნმა: უეჭველად, ჩვენ გხედავთ შენ აშკარა გზააბნევაში.

    7:60
  3. قَالَ يَا قَوْمِ لَيْسَ بِي ضَلَالَةٌ وَلَٰكِنِّي رَسُولٌ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ

    მიუგო: ჰეი, ხალხო ჩემო! არ ვარ მე გზააბნევაში, მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა.

    7:61
  4. أُبَلِّغُكُمْ رِسَالَاتِ رَبِّي وَأَنْصَحُ لَكُمْ وَأَعْلَمُ مِنَ اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ

    მე გადმოგცემ თქვენ დანაბარებს ჩემი ღმერთის და თქვენ შეგაგონებ; და მე ვიცი ალლაჰისგან, რაც არ იცით თქვენ!

    7:62
  5. أَوَعَجِبْتُمْ أَنْ جَاءَكُمْ ذِكْرٌ مِنْ رَبِّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍ مِنْكُمْ لِيُنْذِرَكُمْ وَلِتَتَّقُوا وَلَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ

    ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთის დანაბარები ერთ კაცს ებოძა თქვენგან, რათა შეგაგონოთ თქვენ და მოკრძალებული იყოთ თქვენ, და თქვენ ეგების შეწყალებული იქნეთ?!

    7:63
  6. فَكَذَّبُوهُ فَأَنْجَيْنَاهُ وَالَّذِينَ مَعَهُ فِي الْفُلْكِ وَأَغْرَقْنَا الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمًا عَمِينَ

    მაგრამ ცრუდ შერაცხეს იგი. ხოლო ჩვენ ვიხსენით ისიც და ვინც იყო მასთან ერთად გემში. და დავახრჩეთ, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. უეჭველად, ბრმა ხალხი იყვნენ ეგენი.

    7:64

თარგმანი: რეზო მიქელაძე