სურა 7 ეღრაფი, აიათი 48 – 53

  1. وَنَادَىٰ أَصْحَابُ الْأَعْرَافِ رِجَالًا يَعْرِفُونَهُمْ بِسِيمَاهُمْ قَالُوا مَا أَغْنَىٰ عَنْكُمْ جَمْعُكُمْ وَمَا كُنْتُمْ تَسْتَكْبِرُونَ

    და გასძახეს აღრაფის ხალხმა იმ კაცთ, რომელთაც იცნობენ თავიანთი სახენით, და უთხრეს: ვერ გიშველათ თქვენმა მონაგარმა და ვერც ქედმაღლობამ თქვენმა!

    7:48
  2. أَهَٰؤُلَاءِ الَّذِينَ أَقْسَمْتُمْ لَا يَنَالُهُمُ اللَّهُ بِرَحْمَةٍ ۚ ادْخُلُوا الْجَنَّةَ لَا خَوْفٌ عَلَيْكُمْ وَلَا أَنْتُمْ تَحْزَنُونَ

    განა ეგენი არიან, რომლებზეც იფიცებოდით, რომ ალლაჰის წყალობა არ ეწეოდათ? შედით სამოთხეში! შიში არ გექნეთ და არცა დამწუხრდეთ თქვენ!

    7:49
  3. وَنَادَىٰ أَصْحَابُ النَّارِ أَصْحَابَ الْجَنَّةِ أَنْ أَفِيضُوا عَلَيْنَا مِنَ الْمَاءِ أَوْ مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ ۚ قَالُوا إِنَّ اللَّهَ حَرَّمَهُمَا عَلَى الْكَافِرِينَ

    და გასძახეს ჯოჯოხეთის ბინადრებმა სამოთხის მკვიდრთ: გადმოგვეცით წყალი ან ის, რაც ალლაჰმა სარჩოდ გიბოძათ. უთხრეს: უეჭველად, ალლაჰმა ორივე აკრძალა ურწმუნოთათვის,

    7:50
  4. الَّذِينَ اتَّخَذُوا دِينَهُمْ لَهْوًا وَلَعِبًا وَغَرَّتْهُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا ۚ فَالْيَوْمَ نَنْسَاهُمْ كَمَا نَسُوا لِقَاءَ يَوْمِهِمْ هَٰذَا وَمَا كَانُوا بِآيَاتِنَا يَجْحَدُونَ

    რომელთაც დაიდგინეს თავიანთი სარწმუნოება გართობად და თამაშად და აცდუნა ეგენი ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. ამრიგად, ჩვენც დავივიწყებთ მათ, როგორც მათ დაივიწყეს ამ დღესთან შეხვედრა და უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.

    7:51
  5. وَلَقَدْ جِئْنَاهُمْ بِكِتَابٍ فَصَّلْنَاهُ عَلَىٰ عِلْمٍ هُدًى وَرَحْمَةً لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    უეჭველად, ჩვენ მივაწოდეთ მათ ერთი წიგნი, მორწმუნე ხალხთათვის წყალობად და ჭეშმარიტ გზად, რომელიც სიბრძნით განვმარტეთ ჩვენ.

    7:52
  6. هَلْ يَنْظُرُونَ إِلَّا تَأْوِيلَهُ ۚ يَوْمَ يَأْتِي تَأْوِيلُهُ يَقُولُ الَّذِينَ نَسُوهُ مِنْ قَبْلُ قَدْ جَاءَتْ رُسُلُ رَبِّنَا بِالْحَقِّ فَهَلْ لَنَا مِنْ شُفَعَاءَ فَيَشْفَعُوا لَنَا أَوْ نُرَدُّ فَنَعْمَلَ غَيْرَ الَّذِي كُنَّا نَعْمَلُ ۚ قَدْ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ

    განა ეგენი მხოლოდ ელიან ახსნა-განმარტებას? იმ დღეს, როცა ის განიმარტება, იტყვიან, რომელთაც ადრე დაივიწყეს იგი: „ჩვენთან უკვე იყვნენ მოსულნი ჩვენი ღმერთის შუამავალნი ჭეშმარიტებით. და ახლა თუ გვყავს ჩვენ ქომაგნი, რომ დაგვიფარონ? ან იქნებ დავბრუნდეთ, რომ ის არ ვაკეთოთ, რაც გვიკეთებია? მათ წაიწყმიდეს უკვე თავიანთი სულნი; და ეგენი მიატოვა (განსაცდელში) იმან, რასაც იგონებდნენ!

    7:53

თარგმანი: რეზო მიქელაძე