სურა 7 ეღრაფი, აიათი 19 – 22
-
وَيَا آدَمُ اسْكُنْ أَنْتَ وَزَوْجُكَ الْجَنَّةَ فَكُلَا مِنْ حَيْثُ شِئْتُمَا وَلَا تَقْرَبَا هَٰذِهِ الشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ الظَّالِمِينَ
და: ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური ნაყოფი ჭამეთ (თქვენ ორმა) რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ (თქვენ ორს), მაგრამ ამ ხეს არ გაეკაროთ (თქვენ ორმა), რომ არ იქცეთ (თქვენ ორი) უსამართლონი!
7:19 -
فَوَسْوَسَ لَهُمَا الشَّيْطَانُ لِيُبْدِيَ لَهُمَا مَا وُورِيَ عَنْهُمَا مِنْ سَوْآتِهِمَا وَقَالَ مَا نَهَاكُمَا رَبُّكُمَا عَنْ هَٰذِهِ الشَّجَرَةِ إِلَّا أَنْ تَكُونَا مَلَكَيْنِ أَوْ تَكُونَا مِنَ الْخَالِدِينَ
მაშინ ეშმაკმა ეჭვი ჩაუგდო მათ, რათა ცხადი ექმნა მათთვის, რაც დაფარული იყო სასირცხოთაგან მათთვის და უთხრა: თქვენმა ღმერთმა მხოლოდ იმიტომ აგიკრძალათ ეს ხე, რომ არ გამხდარიყავით ანგელოზები ან უკვდავები.
7:20 -
وَقَاسَمَهُمَا إِنِّي لَكُمَا لَمِنَ النَّاصِحِينَ
და მათ ორივეს შეჰფიცა: უეჭველად, თქვენთვის კეთილის მრჩეველი ვარ მე.
7:21 -
فَدَلَّاهُمَا بِغُرُورٍ ۚ فَلَمَّا ذَاقَا الشَّجَرَةَ بَدَتْ لَهُمَا سَوْآتُهُمَا وَطَفِقَا يَخْصِفَانِ عَلَيْهِمَا مِنْ وَرَقِ الْجَنَّةِ ۖ وَنَادَاهُمَا رَبُّهُمَا أَلَمْ أَنْهَكُمَا عَنْ تِلْكُمَا الشَّجَرَةِ وَأَقُلْ لَكُمَا إِنَّ الشَّيْطَانَ لَكُمَا عَدُوٌّ مُبِينٌ
და ასე ცდუნებით წარუძღვა იმ ორივეს და როცა მათ გასინჯეს იმ ხიდან, გამოუჩნდათ საკუთარი სარცხვენელი, და დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიკვრა. და მათ მოუხმო თავიანთმა ღმერთმა: ნუთუ არ ამიკრძალავს თქვენთვის ეს ხე და განა არ მითქვამს თქვენთვის, უეჭველად, ეშმაკი ცხადი მტერია თქვენი?!
7:22
თარგმანი: რეზო მიქელაძე