სურა 7 ეღრაფი, აიათი 182 – 188

  1. وَالَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا سَنَسْتَدْرِجُهُمْ مِنْ حَيْثُ لَا يَعْلَمُونَ

    და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, ნელ-ნელა მივიყვანთ დაღუპვამდე, ისე რომ ვერც კი გაიგებენ ამას!

    7:182
  2. وَأُمْلِي لَهُمْ ۚ إِنَّ كَيْدِي مَتِينٌ

    და გადავუვადებ მაგათ. უეჭველად, ჩემი მახე მტკიცეა!

    7:183
  3. أَوَلَمْ يَتَفَكَّرُوا ۗ مَا بِصَاحِبِهِمْ مِنْ جِنَّةٍ ۚ إِنْ هُوَ إِلَّا نَذِيرٌ مُبِينٌ

    ნუთუ არ დაფიქრდებიან ეგენი, რომ მათი თანამოძმე შეშლილი არ არის? იგი მხოლოდ ცხადი შეგონებაა.

    7:184
  4. أَوَلَمْ يَنْظُرُوا فِي مَلَكُوتِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا خَلَقَ اللَّهُ مِنْ شَيْءٍ وَأَنْ عَسَىٰ أَنْ يَكُونَ قَدِ اقْتَرَبَ أَجَلُهُمْ ۖ فَبِأَيِّ حَدِيثٍ بَعْدَهُ يُؤْمِنُونَ

    ნუთუ არ ფიქრობენ ცათა და მიწის მეუფებაზე და იმ ყველაფერზე, რაც ალლაჰს გაუჩენია; და რომ, იქნებ, მოახლოვდა მათი ვადა? მაშ, რომელ ნათქვამს ირწმუნებენ ამის მერე?

    7:185
  5. مَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَلَا هَادِيَ لَهُ ۚ وَيَذَرُهُمْ فِي طُغْيَانِهِمْ يَعْمَهُونَ

    ვისაც ალლაჰი გზააბნევაში ჩააგდებს, მას აღარ მოეძებნება ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი. და მიაგდებს მაგათ. ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებული.

    7:186
  6. يَسْأَلُونَكَ عَنِ السَّاعَةِ أَيَّانَ مُرْسَاهَا ۖ قُلْ إِنَّمَا عِلْمُهَا عِنْدَ رَبِّي ۖ لَا يُجَلِّيهَا لِوَقْتِهَا إِلَّا هُوَ ۚ ثَقُلَتْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ لَا تَأْتِيكُمْ إِلَّا بَغْتَةً ۗ يَسْأَلُونَكَ كَأَنَّكَ حَفِيٌّ عَنْهَا ۖ قُلْ إِنَّمَا عِلْمُهَا عِنْدَ اللَّهِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ

    ისინი შენ საათის შესახებ გეკითხებიან, თუ როდის იქნება იგი? უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, ვერავინ განაცხადებს მის დროს, გარდა მისი, მხოლოდ ის გაამხელს დადგენილ დროს. იგი უფრო მძიმეა, ვიდრე ცანი და დედამიწა. ის მოულოდნელად გეწევათ თქვენ. ისინი გეკითხებიან შენ, თითქოს იცოდე რამე ამის შესახებ. უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.

    7:187
  7. قُلْ لَا أَمْلِكُ لِنَفْسِي نَفْعًا وَلَا ضَرًّا إِلَّا مَا شَاءَ اللَّهُ ۚ وَلَوْ كُنْتُ أَعْلَمُ الْغَيْبَ لَاسْتَكْثَرْتُ مِنَ الْخَيْرِ وَمَا مَسَّنِيَ السُّوءُ ۚ إِنْ أَنَا إِلَّا نَذِيرٌ وَبَشِيرٌ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    უთხარი: მე არ ძალმიძს საკუთარ თავს მოვუტანო სარგებელი ან ზიანი, გარდა იმისა, ინებებს რასაც ალლაჰი. და რომ მცოდნოდა დაფარულის, სიკეთეს უთუოდ გავამრავლებდი და არ შემეხებოდა სიავე. სწორედ, რომ მე მხოლოდ მორწმუნე ხალხთათვის შემგონებელი და მახარობელი ვარ!

    7:188

თარგმანი: რეზო მიქელაძე