სურა 7 ეღრაფი, აიათი 158 – 162

  1. قُلْ يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنِّي رَسُولُ اللَّهِ إِلَيْكُمْ جَمِيعًا الَّذِي لَهُ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ يُحْيِي وَيُمِيتُ ۖ فَآمِنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ النَّبِيِّ الْأُمِّيِّ الَّذِي يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَكَلِمَاتِهِ وَاتَّبِعُوهُ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ

    უთხარი : ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მე ვარ ყველა თქვენგანისთვის შუამავალი ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი! იგი აცოცხლებს და აკვდინებს. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი, წერა-კითხვის უცოდინარი ელჩი, რომელსაც სწამს ალლაჰის და მისი სიტყვების. და მისდიეთ მას, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ!

    7:158
  2. وَمِنْ قَوْمِ مُوسَىٰ أُمَّةٌ يَهْدُونَ بِالْحَقِّ وَبِهِ يَعْدِلُونَ

    და მუსას ხალხშიც არის თემი, რომელნიც ჭეშმარიტებით სწორ გზაზე აყენებენ და მისით სამართლიანად მოქმედებენ.

    7:159
  3. وَقَطَّعْنَاهُمُ اثْنَتَيْ عَشْرَةَ أَسْبَاطًا أُمَمًا ۚ وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ إِذِ اسْتَسْقَاهُ قَوْمُهُ أَنِ اضْرِبْ بِعَصَاكَ الْحَجَرَ ۖ فَانْبَجَسَتْ مِنْهُ اثْنَتَا عَشْرَةَ عَيْنًا ۖ قَدْ عَلِمَ كُلُّ أُنَاسٍ مَشْرَبَهُمْ ۚ وَظَلَّلْنَا عَلَيْهِمُ الْغَمَامَ وَأَنْزَلْنَا عَلَيْهِمُ الْمَنَّ وَالسَّلْوَىٰ ۖ كُلُوا مِنْ طَيِّبَاتِ مَا رَزَقْنَاكُمْ ۚ وَمَا ظَلَمُونَا وَلَٰكِنْ كَانُوا أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ

    და დავყავით ჩვენ ეგენი თორმეტ საგვარეულო ხალხად და ზეშთავაგონეთ მუსას, როცა წყალი ითხოვეს მისგან მისმა ხალხმა, რომ: „ამთხვიე შენი ჯოხი ქვას!“ და ამოჩუხჩუხდა იქიდან თორმეტი წყარო. უკვე ყველამ გაიგნო თავისი წყაროს ადგილი. და დავფინეთ ზემოდან ღრუბლები და მოვავლინეთ მათთვის ციური მანანა და მწყერი. ჭამეთ საუკეთესონი, რაც გიბოძეთ თქვენ! ისინი ჩვენ კი არ მოგვექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი თავი დაისაჯეს.

    7:160
  4. وَإِذْ قِيلَ لَهُمُ اسْكُنُوا هَٰذِهِ الْقَرْيَةَ وَكُلُوا مِنْهَا حَيْثُ شِئْتُمْ وَقُولُوا حِطَّةٌ وَادْخُلُوا الْبَابَ سُجَّدًا نَغْفِرْ لَكُمْ خَطِيئَاتِكُمْ ۚ سَنَزِيدُ الْمُحْسِنِينَ

    აკი, ნაბრძანები იყო მათთვის: „დასახლდით ამ ქალაქში და აქაური ნაყოფი ჭამეთ, სადაც გენებოთ და რამდენიც გენებოთ. შედით კარიბჭეში სეჯდეთი და შეევედრეთ „შენდობა“. ჩვენ შეგინდობთ თქვენს შეცდომებს და ვუმრავლებთ კეთილისმქმნელებს.

    7:161
  5. فَبَدَّلَ الَّذِينَ ظَلَمُوا مِنْهُمْ قَوْلًا غَيْرَ الَّذِي قِيلَ لَهُمْ فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِجْزًا مِنَ السَّمَاءِ بِمَا كَانُوا يَظْلِمُونَ

    ხოლო რომელნიც უსამართლოდ მოიქცნენ, შეცვალეს სხვა სიტყვით, რაც იყო ნათქვამი მათთვის. მაშინ ჩვენ მოვუვლინეთ მათ სასჯელი ზეციდან იმისათვის, რომ უსამართლონი იყვნენ ეგენი.

    7:162

თარგმანი: რეზო მიქელაძე