სურა 7 ეღრაფი, აიათი 148 – 151

  1. وَاتَّخَذَ قَوْمُ مُوسَىٰ مِنْ بَعْدِهِ مِنْ حُلِيِّهِمْ عِجْلًا جَسَدًا لَهُ خُوَارٌ ۚ أَلَمْ يَرَوْا أَنَّهُ لَا يُكَلِّمُهُمْ وَلَا يَهْدِيهِمْ سَبِيلًا ۘ اتَّخَذُوهُ وَكَانُوا ظَالِمِينَ

    და დაიდგინა მუსას ხალხმა, მის შემდგომ, მათი სამკაულებიდან ქმნილი ხბო კერპად, რომელიც ბღაოდა. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ არ ელაპარაკება ის მათ და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას? დაიდგინეს იგი და უსამართლონი შეიქმნენ.

    7:148
  2. وَلَمَّا سُقِطَ فِي أَيْدِيهِمْ وَرَأَوْا أَنَّهُمْ قَدْ ضَلُّوا قَالُوا لَئِنْ لَمْ يَرْحَمْنَا رَبُّنَا وَيَغْفِرْ لَنَا لَنَكُونَنَّ مِنَ الْخَاسِرِينَ

    და როცა საგონებელში ჩავარდნენ და დაინახეს, რომ გზააბნევაში იყვნენ, თქვეს: თუ ჩვენი ღმერთი არ შეგვიწყალებს და არ მოგვიტევებს, უეჭველად, ჩვენც წაგებულთა შორის აღმოვჩნდებით.

    7:149
  3. وَلَمَّا رَجَعَ مُوسَىٰ إِلَىٰ قَوْمِهِ غَضْبَانَ أَسِفًا قَالَ بِئْسَمَا خَلَفْتُمُونِي مِنْ بَعْدِي ۖ أَعَجِلْتُمْ أَمْرَ رَبِّكُمْ ۖ وَأَلْقَى الْأَلْوَاحَ وَأَخَذَ بِرَأْسِ أَخِيهِ يَجُرُّهُ إِلَيْهِ ۚ قَالَ ابْنَ أُمَّ إِنَّ الْقَوْمَ اسْتَضْعَفُونِي وَكَادُوا يَقْتُلُونَنِي فَلَا تُشْمِتْ بِيَ الْأَعْدَاءَ وَلَا تَجْعَلْنِي مَعَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    და როცა მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული და დამწუხრებული, უთხრა მათ: ჩემს არყოფნაში რაოდენ ცუდი ნაცვლობა გამიწიეთ. განა, დააჩქარეთ თქვენი ღმერთის ბრძანება? და დაყარა დაფები. და წაავლო თავში ხელი თავის ძმას და ქაჩავდა თავისკენ. უთხრა: ჰეი, შვილო დედაჩემისა! უეჭველად, ხალხმა გადამძალა მე და სადაცაა მკლავდნენ. და ნუ გაახარებ მტრებს ჩემზე და ნუ ჩამთვლი უსამართლო ხალხთან ერთად.

    7:150
  4. قَالَ رَبِّ اغْفِرْ لِي وَلِأَخِي وَأَدْخِلْنَا فِي رَحْمَتِكَ ۖ وَأَنْتَ أَرْحَمُ الرَّاحِمِينَ

    შეევედრა: ღმერთო ჩემო! მომიტევე მე და ჩემს ძმას, და შეგვიყვანე შენს წყალობაში, რამეთუ შენ მოწყალეთა შორის უმოწყალესი ხარ!

    7:151

თარგმანი: რეზო მიქელაძე