სურა 7 ეღრაფი, აიათი 138 – 140

  1. وَجَاوَزْنَا بِبَنِي إِسْرَائِيلَ الْبَحْرَ فَأَتَوْا عَلَىٰ قَوْمٍ يَعْكُفُونَ عَلَىٰ أَصْنَامٍ لَهُمْ ۚ قَالُوا يَا مُوسَى اجْعَلْ لَنَا إِلَٰهًا كَمَا لَهُمْ آلِهَةٌ ۚ قَالَ إِنَّكُمْ قَوْمٌ تَجْهَلُونَ

    ხოლო გადავიყვანეთ ისრაილის შვილნი ზღვაზე და გადააწყდნენ ხალხს, რომელნიც თავიანთ კერპებს ეთაყვანებოდნენ. უთხრეს: ჰეი, მუსა! დაგვიდგინე ჩვენ ისეთი ღვთაება, როგორი ღვთაებებიც ჰყავთ მათ. მიუგო: უეჭველად, თქვენ ხართ ხალხი, რომელნიც ვერ არჩევთ კარგსა და ცუდს.

    7:138
  2. إِنَّ هَٰؤُلَاءِ مُتَبَّرٌ مَا هُمْ فِيهِ وَبَاطِلٌ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    უეჭველად, გასანადგურებელია ის, რასაც ადგანან ეგენი და ფუჭია ის, რასაც აკეთებენ.

    7:139
  3. قَالَ أَغَيْرَ اللَّهِ أَبْغِيكُمْ إِلَٰهًا وَهُوَ فَضَّلَكُمْ عَلَى الْعَالَمِينَ

    უთხრა: განა ალლაჰის მაგივრად სხვა ღვთაება ვისურვო თქვენთვის, როცა მან აღმატებულ გყოთ თქვენ სამყაროთა ზედა?

    7:140

თარგმანი: რეზო მიქელაძე