სურა 7 ეღრაფი, აიათი 127 – 128

  1. وَقَالَ الْمَلَأُ مِنْ قَوْمِ فِرْعَوْنَ أَتَذَرُ مُوسَىٰ وَقَوْمَهُ لِيُفْسِدُوا فِي الْأَرْضِ وَيَذَرَكَ وَآلِهَتَكَ ۚ قَالَ سَنُقَتِّلُ أَبْنَاءَهُمْ وَنَسْتَحْيِي نِسَاءَهُمْ وَإِنَّا فَوْقَهُمْ قَاهِرُونَ

    და უთხრეს ფარაონის ხალხიდან წინაკაცებმა: ნუთუ დაანებებ მუსას და მის ხალხს, რომ ბოროტება ჰქმნან დედამიწაზე და მიგატოვონ შენ და შენი ღმერთები? მიუგო: ჩვენ მოვუკლავთ მათ ძეებს და ასულებს ცოცხლებს დავუტოვებთ. და ჩვენ, უეჭველად, მძლეველნი ვართ მათი!

    7:127
  2. قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ اسْتَعِينُوا بِاللَّهِ وَاصْبِرُوا ۖ إِنَّ الْأَرْضَ لِلَّهِ يُورِثُهَا مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۖ وَالْعَاقِبَةُ لِلْمُتَّقِينَ

    უთხრა მუსამ თავის ხალხს: შეწევნა შესთხოვეთ ალლაჰს და მოითმინეთ. უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის დედამიწა. და სამემკვიდრეოდ უბოძებს, ინებებს ვისაც თავის მსახურთაგან. და ბოლო ღვთისმოშიშებისთვისაა!

    7:128

თარგმანი: რეზო მიქელაძე