სურა 7 ეღრაფი, აიათი 115 – 126

  1. قَالُوا يَا مُوسَىٰ إِمَّا أَنْ تُلْقِيَ وَإِمَّا أَنْ نَكُونَ نَحْنُ الْمُلْقِينَ

    უთხრეს: ჰეი, მუსა! შენ გადააგდებ (პირველად) თუ ჩვენ გადავაგდოთ?

    7:115
  2. قَالَ أَلْقُوا ۖ فَلَمَّا أَلْقَوْا سَحَرُوا أَعْيُنَ النَّاسِ وَاسْتَرْهَبُوهُمْ وَجَاءُوا بِسِحْرٍ عَظِيمٍ

    მიუგო: გადააგდეთ. და როცა გადააგდეს, მოუნუსხეს ხალხს თვალნი, და ჩაუნერგეს შიში და წარმოადგინეს დიდი ჯადოქრობა.

    7:116
  3. وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ أَنْ أَلْقِ عَصَاكَ ۖ فَإِذَا هِيَ تَلْقَفُ مَا يَأْفِكُونَ

    და ჩვენ ზეშთავაგონეთ მუსას, რომ გადააგდე შენი ჯოხი და აი, შთანთქავს იგი, რასაც გრძნეულობდნენ ისინი.

    7:117
  4. فَوَقَعَ الْحَقُّ وَبَطَلَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ასრე გაცხადდა ჭეშმარიტება, და იქნა ამაოდ, რასაც ისინი სჩადიოდნენ.

    7:118
  5. فَغُلِبُوا هُنَالِكَ وَانْقَلَبُوا صَاغِرِينَ

    ეგრე დამარცდნენ იქ და დამცირებულნი უკან გაბრუნდნენ.

    7:119
  6. وَأُلْقِيَ السَّحَرَةُ سَاجِدِينَ

    და ჯადოქრები ძირს გაერთხნენ მუხლმოყრილნი.

    7:120
  7. قَالُوا آمَنَّا بِرَبِّ الْعَالَمِينَ

    თქვეს: ჩვენ ვიწამეთ ღმერთი სამყაროთა,

    7:121
  8. رَبِّ مُوسَىٰ وَهَارُونَ

    ღმერთი მუსასი და ჰარუნისა!

    7:122
  9. قَالَ فِرْعَوْنُ آمَنْتُمْ بِهِ قَبْلَ أَنْ آذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّ هَٰذَا لَمَكْرٌ مَكَرْتُمُوهُ فِي الْمَدِينَةِ لِتُخْرِجُوا مِنْهَا أَهْلَهَا ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ

    ფარაონმა უთხრა: თქვენ იწამეთ იგი, ვიდრე ნებას დაგრთავდი მე? უეჭველად, ესაა ნამდვილი მახე, რომელიც დააგეთ თქვენ ამ ქალაქში, რათა გაიყვანოთ აქედან მისი მკვიდრნი. მაშ, შეიტყობთ თქვენ მალე!

    7:123
  10. لَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُمْ مِنْ خِلَافٍ ثُمَّ لَأُصَلِّبَنَّكُمْ أَجْمَعِينَ

    უეჭველად, ხელებსა და ფეხებს გარდიგარდმო მოგაჭრი თქვენ, მერე უთუოდ, ყველას ჩამოგკიდებ!

    7:124
  11. قَالُوا إِنَّا إِلَىٰ رَبِّنَا مُنْقَلِبُونَ

    მიუგეს: უეჭველად, ჩვენ მივიქცევით ჩვენსავ ღმერთთან.

    7:125
  12. وَمَا تَنْقِمُ مِنَّا إِلَّا أَنْ آمَنَّا بِآيَاتِ رَبِّنَا لَمَّا جَاءَتْنَا ۚ رَبَّنَا أَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًا وَتَوَفَّنَا مُسْلِمِينَ

    და ჩვენდამი შენი გაწყრომა სხვა მეტი არაფერია თუ არა, რომ ვიწამეთ აიათები ჩვენი ღმერთისა, როცა გვებოძა ჩვენ. ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე ჩვენდა მოთმინება და მუსლიმებად მიგვიბარე ჩვენ!

    7:126

თარგმანი: რეზო მიქელაძე