სურა 7 ეღრაფი, აიათი 115 – 117
-
قَالُوا يَا مُوسَىٰ إِمَّا أَنْ تُلْقِيَ وَإِمَّا أَنْ نَكُونَ نَحْنُ الْمُلْقِينَ
უთხრეს: ჰეი, მუსა! შენ გადააგდებ (პირველად) თუ ჩვენ გადავაგდოთ?
7:115 -
قَالَ أَلْقُوا ۖ فَلَمَّا أَلْقَوْا سَحَرُوا أَعْيُنَ النَّاسِ وَاسْتَرْهَبُوهُمْ وَجَاءُوا بِسِحْرٍ عَظِيمٍ
მიუგო: გადააგდეთ. და როცა გადააგდეს, მოუნუსხეს ხალხს თვალნი, და ჩაუნერგეს შიში და წარმოადგინეს დიდი ჯადოქრობა.
7:116 -
وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ أَنْ أَلْقِ عَصَاكَ ۖ فَإِذَا هِيَ تَلْقَفُ مَا يَأْفِكُونَ
და ჩვენ ზეშთავაგონეთ მუსას, რომ გადააგდე შენი ჯოხი და აი, შთანთქავს იგი, რასაც გრძნეულობდნენ ისინი.
7:117
თარგმანი: რეზო მიქელაძე