სურა 7 ეღრაფი, აიათი 11 – 18

  1. وَلَقَدْ خَلَقْنَاكُمْ ثُمَّ صَوَّرْنَاكُمْ ثُمَّ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ لَمْ يَكُنْ مِنَ السَّاجِدِينَ

    და ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ, მერე ჩვენ გამოვსახეთ სახე თქვენი. მერე ვუბრძანეთ ანგელოზებს, სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის! და ყველა მათგანმა სეჯდე აღასრულა, ეშმაკის გარდა, და სეჯდეს აღმსრულებთაგან არ იყო იგი.

    7:11
  2. قَالَ مَا مَنَعَكَ أَلَّا تَسْجُدَ إِذْ أَمَرْتُكَ ۖ قَالَ أَنَا خَيْرٌ مِنْهُ خَلَقْتَنِي مِنْ نَارٍ وَخَلَقْتَهُ مِنْ طِينٍ

    უთხრა: რამ დაგაბრკოლა შენ, რომ არ აღასრულე სეჯდე, როცა მე გიბრძანე? მიუგო: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის ტალახისგან გააჩინე შენ.

    7:12
  3. قَالَ فَاهْبِطْ مِنْهَا فَمَا يَكُونُ لَكَ أَنْ تَتَكَبَّرَ فِيهَا فَاخْرُجْ إِنَّكَ مِنَ الصَّاغِرِينَ

    უთხრა: ჩადი აქედან. აქ არა გაქვს ქედმაღლობის უფლება შენ. ახლავე გადი აქედან! უეჭველად, დამცრობილი ხარ შენ!

    7:13
  4. قَالَ أَنْظِرْنِي إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ

    მიუგო: ვადა გადამიწიე იმ დღემდე, როცა აღდგენილნი იქნებიან ისინი.

    7:14
  5. قَالَ إِنَّكَ مِنَ الْمُنْظَرِينَ

    უთხრა: უეჭველად, ვადაგადაწეულთაგან ხარ შენ.

    7:15
  6. قَالَ فَبِمَا أَغْوَيْتَنِي لَأَقْعُدَنَّ لَهُمْ صِرَاطَكَ الْمُسْتَقِيمَ

    მიუგო: რაკი ჩემი გზიდან გადაცდენა ინებე, უთუოდ, ჩავუსაფრდები მე მათ შენს სწორ გზაზედ;

    7:16
  7. ثُمَّ لَآتِيَنَّهُمْ مِنْ بَيْنِ أَيْدِيهِمْ وَمِنْ خَلْفِهِمْ وَعَنْ أَيْمَانِهِمْ وَعَنْ شَمَائِلِهِمْ ۖ وَلَا تَجِدُ أَكْثَرَهُمْ شَاكِرِينَ

    მერე, უთუოდ, გამოვეცხადები წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან. და ვერ ჰპოვებ მათგან უმეტესს მადლიერს.

    7:17
  8. قَالَ اخْرُجْ مِنْهَا مَذْءُومًا مَدْحُورًا ۖ لَمَنْ تَبِعَكَ مِنْهُمْ لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنْكُمْ أَجْمَعِينَ

    უთხრა: გადი აქედან გაწბილებული და განდევნილი. უთუოდ, მათგან ვინც გამოგყვება შენ, დიახაც, რომ ამოვავსებ სულყველათი ჯოჯოხეთს!

    7:18

თარგმანი: რეზო მიქელაძე