სურა 7 ეღრაფი, აიათი 103 – 114

  1. ثُمَّ بَعَثْنَا مِنْ بَعْدِهِمْ مُوسَىٰ بِآيَاتِنَا إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ فَظَلَمُوا بِهَا ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُفْسِدِينَ

    მერე წარვგზავნეთ მუსა მაგათ შემდგომ სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან. მაშინ, უარყვეს მათ ისინი. მაშ, შეხედე, როგორი იყო უკეთურთა აღსასრული!

    7:103
  2. وَقَالَ مُوسَىٰ يَا فِرْعَوْنُ إِنِّي رَسُولٌ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ

    და უთხრა მუსამ: ჰეი, ფარაონო! უეჭველად, სამყაროთა უფალის შუამავალი ვარ მე!

    7:104
  3. حَقِيقٌ عَلَىٰ أَنْ لَا أَقُولَ عَلَى اللَّهِ إِلَّا الْحَقَّ ۚ قَدْ جِئْتُكُمْ بِبَيِّنَةٍ مِنْ رَبِّكُمْ فَأَرْسِلْ مَعِيَ بَنِي إِسْرَائِيلَ

    ჭეშმარიტება იგია, რომ არ ვილაპარაკო ალლაჰზე, გარდა სიმართლისა! მე მოვედი თქვენთან ცხადი სასწაულით თქვენი ღმერთისგან. უკვე დროა გამოგზავნო ჩემთან ერთად შვილნი ისრაილისა!

    7:105
  4. قَالَ إِنْ كُنْتَ جِئْتَ بِآيَةٍ فَأْتِ بِهَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    უთხრა: თუკი მოხვედი სასწაულით, მაშ მოიტანე იგი, თუკი შენ ხარ მართალთაგანი.

    7:106
  5. فَأَلْقَىٰ عَصَاهُ فَإِذَا هِيَ ثُعْبَانٌ مُبِينٌ

    და გადააგდო თავისი ჯოხი. ესრეთვე იქცა იგი ცხად გველად.

    7:107
  6. وَنَزَعَ يَدَهُ فَإِذَا هِيَ بَيْضَاءُ لِلنَّاظِرِينَ

    და როცა ამოიღო მან ხელი, უეცრად თეთრი გახდა შემხედვარეთა წინ.

    7:108
  7. قَالَ الْمَلَأُ مِنْ قَوْمِ فِرْعَوْنَ إِنَّ هَٰذَا لَسَاحِرٌ عَلِيمٌ

    თქვეს ფარაონის წარჩინებულებმა: უეჭველად, ეგ განსწავლული ჯადოქარია.

    7:109
  8. يُرِيدُ أَنْ يُخْرِجَكُمْ مِنْ أَرْضِكُمْ ۖ فَمَاذَا تَأْمُرُونَ

    სურს, რომ თქვენივე მიწიდან გაგაძევოთ. მაშ, რას მირჩევთ?

    7:110
  9. قَالُوا أَرْجِهْ وَأَخَاهُ وَأَرْسِلْ فِي الْمَدَائِنِ حَاشِرِينَ

    მიუგეს: შეაყოვნე ეგ და ძმა მისი, და შემკრებნი დააგზავნე ქალაქებში,

    7:111
  10. يَأْتُوكَ بِكُلِّ سَاحِرٍ عَلِيمٍ

    მოგიყვანონ ყველა საუკეთესო ჯადოქარი.

    7:112
  11. وَجَاءَ السَّحَرَةُ فِرْعَوْنَ قَالُوا إِنَّ لَنَا لَأَجْرًا إِنْ كُنَّا نَحْنُ الْغَالِبِينَ

    და მივიდნენ ჯადოქრები ფარაონთან, უთხრეს: უეჭველად, ჯილდო გვერგება, თუკი ვიქნებით გამარჯვებული ჩვენ.

    7:113
  12. قَالَ نَعَمْ وَإِنَّكُمْ لَمِنَ الْمُقَرَّبِينَ

    მიუგო: კარგი, თქვენ უთუოდ, ჩემთან დაახლოვებულთაგანი იქნებით.

    7:114

თარგმანი: რეზო მიქელაძე