სურა 7 ეღრაფი, აიათი 100 – 108
-
أَوَلَمْ يَهْدِ لِلَّذِينَ يَرِثُونَ الْأَرْضَ مِنْ بَعْدِ أَهْلِهَا أَنْ لَوْ نَشَاءُ أَصَبْنَاهُمْ بِذُنُوبِهِمْ ۚ وَنَطْبَعُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَهُمْ لَا يَسْمَعُونَ
ნუთუ ვერ შეიგნეს, რომელნიც მემკვიდრეობენ დედამიწას მისი ბინადრების შემდგომ, რომ, თუ ვინებებდით, მათი ცოდვების გამო ვაწევდით სასჯელს და დავუსვამდით მათ გულებზე ბეჭედს და ვეღარ შეისმენდნენ ეგენი!
7:100 -
تِلْكَ الْقُرَىٰ نَقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنْبَائِهَا ۚ وَلَقَدْ جَاءَتْهُمْ رُسُلُهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَمَا كَانُوا لِيُؤْمِنُوا بِمَا كَذَّبُوا مِنْ قَبْلُ ۚ كَذَٰلِكَ يَطْبَعُ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِ الْكَافِرِينَ
აი, ეს ქალაქნი, რომელთა ზოგიერთ ამბებსაც გამცნობთ შენ. უეჭველად! მივიდნენ მათთან შუამავალნი მათივე წიაღიდან მოწმობანითურთ, მაგრამ (გონებამახვილნი) არ იყვნენ, რომ ერწმუნათ, რაც ცრუდ შერაცხეს ადრე. ასრე ასვამს ალლაჰი ბეჭედს ურწმუნოთა გულებს!
7:101 -
وَمَا وَجَدْنَا لِأَكْثَرِهِمْ مِنْ عَهْدٍ ۖ وَإِنْ وَجَدْنَا أَكْثَرَهُمْ لَفَاسِقِينَ
და ვერა ვჰპოვეთ ჩვენ მათგან უმრავლესში აღთქმის ერთგულება, მაგრამ ვჰპოვეთ მათგან უმრავლესი ნამდვილად გზააბნეული.
7:102 -
ثُمَّ بَعَثْنَا مِنْ بَعْدِهِمْ مُوسَىٰ بِآيَاتِنَا إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِ فَظَلَمُوا بِهَا ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُفْسِدِينَ
მერე წარვგზავნეთ მუსა მაგათ შემდგომ სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან. მაშინ, უარყვეს მათ ისინი. მაშ, შეხედე, როგორი იყო უკეთურთა აღსასრული!
7:103 -
وَقَالَ مُوسَىٰ يَا فِرْعَوْنُ إِنِّي رَسُولٌ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ
და უთხრა მუსამ: ჰეი, ფარაონო! უეჭველად, სამყაროთა უფალის შუამავალი ვარ მე!
7:104 -
حَقِيقٌ عَلَىٰ أَنْ لَا أَقُولَ عَلَى اللَّهِ إِلَّا الْحَقَّ ۚ قَدْ جِئْتُكُمْ بِبَيِّنَةٍ مِنْ رَبِّكُمْ فَأَرْسِلْ مَعِيَ بَنِي إِسْرَائِيلَ
ჭეშმარიტება იგია, რომ არ ვილაპარაკო ალლაჰზე, გარდა სიმართლისა! მე მოვედი თქვენთან ცხადი სასწაულით თქვენი ღმერთისგან. უკვე დროა გამოგზავნო ჩემთან ერთად შვილნი ისრაილისა!
7:105 -
قَالَ إِنْ كُنْتَ جِئْتَ بِآيَةٍ فَأْتِ بِهَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ
უთხრა: თუკი მოხვედი სასწაულით, მაშ მოიტანე იგი, თუკი შენ ხარ მართალთაგანი.
7:106 -
فَأَلْقَىٰ عَصَاهُ فَإِذَا هِيَ ثُعْبَانٌ مُبِينٌ
და გადააგდო თავისი ჯოხი. ესრეთვე იქცა იგი ცხად გველად.
7:107 -
وَنَزَعَ يَدَهُ فَإِذَا هِيَ بَيْضَاءُ لِلنَّاظِرِينَ
და როცა ამოიღო მან ხელი, უეცრად თეთრი გახდა შემხედვარეთა წინ.
7:108
თარგმანი: რეზო მიქელაძე