სურა 79 ნაზიღათი, აიათი 27 – 46

  1. أَأَنْتُمْ أَشَدُّ خَلْقًا أَمِ السَّمَاءُ ۚ بَنَاهَا

    თქვენი გაჩენა უფრო ძნელი იყო, ვიდრე ზეცის. მან (ალლაჰმა) აღმართა იგი (ზეცა),

    79:27
  2. رَفَعَ سَمْكَهَا فَسَوَّاهَا

    აამაღლა კამარა მისი და გაათანასწორა (სრულჰქმნა) იგი!

    79:28
  3. وَأَغْطَشَ لَيْلَهَا وَأَخْرَجَ ضُحَاهَا

    და ჩაძირა ღამე წყვდიადში და ჰქმნა დღის ნათელი!

    79:29
  4. وَالْأَرْضَ بَعْدَ ذَٰلِكَ دَحَاهَا

    მერე დედამიწა განფინა!

    79:30
  5. أَخْرَجَ مِنْهَا مَاءَهَا وَمَرْعَاهَا

    წყალი ამოაჩუხჩუხა მისგან (მიწისგან) და მინდვრები (ბაღები-საძოვრები) აღმოაცენა!

    79:31
  6. وَالْجِبَالَ أَرْسَاهَا

    და განამტკიცა მასზე (დედამიწაზე) მთები,

    79:32
  7. مَتَاعًا لَكُمْ وَلِأَنْعَامِكُمْ

    სარგებელად თქვენთვის და თქვენი საქონლისთვის!

    79:33
  8. فَإِذَا جَاءَتِ الطَّامَّةُ الْكُبْرَىٰ

    და როცა იქნება საშინელება,

    79:34
  9. يَوْمَ يَتَذَكَّرُ الْإِنْسَانُ مَا سَعَىٰ

    ამ დღეს ადამიანი გაიხსენებს თავის ნამოქმედარს!

    79:35
  10. وَبُرِّزَتِ الْجَحِيمُ لِمَنْ يَرَىٰ

    ყველას ნათლად ეჩვენება ჯოჯოხეთის ალი,

    79:36
  11. فَأَمَّا مَنْ طَغَىٰ

    მაგრამ ვინც ზღვარს გადავიდა,

    79:37
  12. وَآثَرَ الْحَيَاةَ الدُّنْيَا

    და მიწიერი ცხოვრება აირჩია,

    79:38
  13. فَإِنَّ الْجَحِيمَ هِيَ الْمَأْوَىٰ

    მაშ, უეჭველად, იგი ჯოჯოხეთის ალი იქნება თავშესაფარი (მისი)!

    79:39
  14. وَأَمَّا مَنْ خَافَ مَقَامَ رَبِّهِ وَنَهَى النَّفْسَ عَنِ الْهَوَىٰ

    ხოლო ვინც ძრწოდა თავისი ღმერთის სიდიადის წინაშე და ვნებას იოკებდა,

    79:40
  15. فَإِنَّ الْجَنَّةَ هِيَ الْمَأْوَىٰ

    მაშ, უეჭველად, იგი სამოთხე იქნება თავშესაფარი (მისი)!

    79:41
  16. يَسْأَلُونَكَ عَنِ السَّاعَةِ أَيَّانَ مُرْسَاهَا

    გეკითხებიან შენ ქვეყნიერების აღსასრულის დღეზე: როდის დადგებაო?

    79:42
  17. فِيمَ أَنْتَ مِنْ ذِكْرَاهَا

    საიდან გეცოდინება შენ მისი განმარტება?

    79:43
  18. إِلَىٰ رَبِّكَ مُنْتَهَاهَا

    აღსასრული მისი ალლაჰთანაა!

    79:44
  19. إِنَّمَا أَنْتَ مُنْذِرُ مَنْ يَخْشَاهَا

    უეჭველად, შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ, ვისაც ეშინია მისი (ჟამისა).

    79:45
  20. كَأَنَّهُمْ يَوْمَ يَرَوْنَهَا لَمْ يَلْبَثُوا إِلَّا عَشِيَّةً أَوْ ضُحَاهَا

    როცა იხილავენ იმ (ქვეყნიერების აღსასრულის) დღეს, მოეჩვენებათ თითქოსდა ერთი საღამო ან ერთი დილა დაჰყვეს!

    79:46

თარგმანი: რეზო მიქელაძე