სურა 79 ნაზიღათი, აიათი 1 – 14
-
وَالنَّازِعَاتِ غَرْقًا
ვფიცავ, ძალით სულის ამომგლეჯთა!
79:1 -
وَالنَّاشِطَاتِ نَشْطًا
ვფიცავ, ამომხდელებსა!
79:2 -
وَالسَّابِحَاتِ سَبْحًا
ვფიცავ, სწრაფად (ორბიტაზე) მოტივტივეებს!
79:3 -
فَالسَّابِقَاتِ سَبْقًا
სირბილში გამსწრეებს!
79:4 -
فَالْمُدَبِّرَاتِ أَمْرًا
ბრძანების შემსრულებლებს!
79:5 -
يَوْمَ تَرْجُفُ الرَّاجِفَةُ
იმ დღეს, როცა მიწისძვრა (პირველი საყვირის ხმა) შემზარავად შეარხევს,
79:6 -
تَتْبَعُهَا الرَّادِفَةُ
რომელსაც მოჰყვება მეორე შემზარავი ხმა საყვირის,
79:7 -
قُلُوبٌ يَوْمَئِذٍ وَاجِفَةٌ
იმ დღეს გულზარდაცემულები,
79:8 -
أَبْصَارُهَا خَاشِعَةٌ
თვალებდახრილნი, ისინი
79:9 -
يَقُولُونَ أَإِنَّا لَمَرْدُودُونَ فِي الْحَافِرَةِ
ამბობენ: ნუთუ თავდაპირველ მდგომარეობაში დავბრუნდებით,
79:10 -
أَإِذَا كُنَّا عِظَامًا نَخِرَةً
როცა ვიყავით გახრწნილი ძვლები?
79:11 -
قَالُوا تِلْكَ إِذًا كَرَّةٌ خَاسِرَةٌ
ამბობენ, მაშინ ზარალიანია ეს მობრუნება (აღმოცენება)!
79:12 -
فَإِنَّمَا هِيَ زَجْرَةٌ وَاحِدَةٌ
მაგრამ ის (გაცოცხლება) ერთი მკაცრი დაყვირებაა,
79:13 -
فَإِذَا هُمْ بِالسَّاهِرَةِ
რომელიც მათ (ყველა არსებას) შიშველ მიწაზე (აღმოცენებულ-გაცოცხლებულს) აღმოაჩენს.
79:14
თარგმანი: რეზო მიქელაძე