სურა 78 ნებე, აიათი 6 – 16
-
أَلَمْ نَجْعَلِ الْأَرْضَ مِهَادًا
განა ჩვენ არ დავადგინეთ დედამიწა სარეცლად,
78:6 -
وَالْجِبَالَ أَوْتَادًا
და მთები სვეტებად,
78:7 -
وَخَلَقْنَاكُمْ أَزْوَاجًا
და გაგაჩინეთ თქვენ წყვილებად,
78:8 -
وَجَعَلْنَا نَوْمَكُمْ سُبَاتًا
და ძილი თქვენი ვქმენით დასასვენებლად,
78:9 -
وَجَعَلْنَا اللَّيْلَ لِبَاسًا
და ღამე ვქმენით საბურველად,
78:10 -
وَجَعَلْنَا النَّهَارَ مَعَاشًا
და ვქმენით დღე, დროდ ცხოვრებისა?!
78:11 -
وَبَنَيْنَا فَوْقَكُمْ سَبْعًا شِدَادًا
ჩვენ აღვმართეთ თქვენს ზევით (თავზე) შვიდი მტკიცე,
78:12 -
وَجَعَلْنَا سِرَاجًا وَهَّاجًا
და ვქმენით მოკაშკაშე მანათობელი;
78:13 -
وَأَنْزَلْنَا مِنَ الْمُعْصِرَاتِ مَاءً ثَجَّاجًا
და მოვავლინეთ ღრუბლებიდან წყალი (წვიმა) მორაკრაკე,
78:14 -
لِنُخْرِجَ بِهِ حَبًّا وَنَبَاتًا
რათა აღმოვაცენოთ მისით (წვიმით) მარცვალი (თესლი) და მცენარეები,
78:15 -
وَجَنَّاتٍ أَلْفَافًا
და ბაღები შებურულნი!
78:16
თარგმანი: რეზო მიქელაძე