სურა 77 მურსელათი, აიათი 8 – 19

  1. فَإِذَا النُّجُومُ طُمِسَتْ

    აჰა, როცა ვარსკვლავები ჩაქრებიან,

    77:8
  2. وَإِذَا السَّمَاءُ فُرِجَتْ

    და როცა ცა გაიპობა,

    77:9
  3. وَإِذَا الْجِبَالُ نُسِفَتْ

    და როცა მთები ჩამოიშლება,

    77:10
  4. وَإِذَا الرُّسُلُ أُقِّتَتْ

    და როცა შუამავალთ დრო განესაზღვრებათ,

    77:11
  5. لِأَيِّ يَوْمٍ أُجِّلَتْ

    (ეს ყველაფერი) რა დრომდეა გადავადებული?

    77:12
  6. لِيَوْمِ الْفَصْلِ

    (გადავადებულია) გამიჯვნის დღემდე!...

    77:13
  7. وَمَا أَدْرَاكَ مَا يَوْمُ الْفَصْلِ

    რამ გამცნოს, რას ნიშნავს გამიჯვნის დღე?

    77:14
  8. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა!

    77:15
  9. أَلَمْ نُهْلِكِ الْأَوَّلِينَ

    განა ჩვენ არ გავანადგურეთ წინა თაობები,

    77:16
  10. ثُمَّ نُتْبِعُهُمُ الْآخِرِينَ

    მერე მივაყოლებთ თაობებს მათ შემდგომ მყოფთ.

    77:17
  11. كَذَٰلِكَ نَفْعَلُ بِالْمُجْرِمِينَ

    სწორედ, რომ ასე შევმუსრავთ ცოდვილთ!

    77:18
  12. وَيْلٌ يَوْمَئِذٍ لِلْمُكَذِّبِينَ

    ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა!

    77:19

თარგმანი: რეზო მიქელაძე