სურა 76 ინსანი, აიათი 23 – 31

  1. إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا عَلَيْكَ الْقُرْآنَ تَنْزِيلًا

    უეჭველად, ჩვენ ზედარმოვავლინეთ შენზე ყურანი თანდათანობით.

    76:23
  2. فَاصْبِرْ لِحُكْمِ رَبِّكَ وَلَا تُطِعْ مِنْهُمْ آثِمًا أَوْ كَفُورًا

    მაშ, მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთის. და არ დაემორჩილო მათგან ცოდვილებსა და ურწმუნოებს.

    76:24
  3. وَاذْكُرِ اسْمَ رَبِّكَ بُكْرَةً وَأَصِيلًا

    და ახსენე სახელი შენი ღმერთის დილით და საღამოს!

    76:25
  4. وَمِنَ اللَّيْلِ فَاسْجُدْ لَهُ وَسَبِّحْهُ لَيْلًا طَوِيلًا

    და ღამით, სეჯდე აღასრულე მისთვის და ადიდე ღამით ხანგრძლივად.

    76:26
  5. إِنَّ هَٰؤُلَاءِ يُحِبُّونَ الْعَاجِلَةَ وَيَذَرُونَ وَرَاءَهُمْ يَوْمًا ثَقِيلًا

    უეჭველად, მათ უყვართ წარმავალი სიცოცხლე და არად აგდებენ მძიმე დღეს.

    76:27
  6. نَحْنُ خَلَقْنَاهُمْ وَشَدَدْنَا أَسْرَهُمْ ۖ وَإِذَا شِئْنَا بَدَّلْنَا أَمْثَالَهُمْ تَبْدِيلًا

    ჩვენ გავაჩინეთ ისინი და ჩვენ განვუმტკიცეთ სხეული და თუ ვინებებთ, შევცვლით მათ, მათი მსგავსნის ჩანაცვლებით.

    76:28
  7. إِنَّ هَٰذِهِ تَذْكِرَةٌ ۖ فَمَنْ شَاءَ اتَّخَذَ إِلَىٰ رَبِّهِ سَبِيلًا

    უეჭველად, ეს შეგონებაა! დაე, მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა.

    76:29
  8. وَمَا تَشَاءُونَ إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ ۚ إِنَّ اللَّهَ كَانَ عَلِيمًا حَكِيمًا

    და თქვენ ვერ ისურვებთ, თუ არა ნება ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    76:30
  9. يُدْخِلُ مَنْ يَشَاءُ فِي رَحْمَتِهِ ۚ وَالظَّالِمِينَ أَعَدَّ لَهُمْ عَذَابًا أَلِيمًا

    შეიყვანს თავის წყალობაში, ინებებს ვისაც, ხოლო უსამართლონს... სწორედ მათთვისაა მომზადებული მწარე სასჯელი.

    76:31

თარგმანი: რეზო მიქელაძე