სურა 76 ინსანი, აიათი 11 – 22
-
فَوَقَاهُمُ اللَّهُ شَرَّ ذَٰلِكَ الْيَوْمِ وَلَقَّاهُمْ نَضْرَةً وَسُرُورًا
თუმცა დაიცვა ალლაჰმა ისინი ამ დღის სიავისგან და აზიარა ისინი უსაზღვრო სიხარულს.
76:11 -
وَجَزَاهُمْ بِمَا صَبَرُوا جَنَّةً وَحَرِيرًا
და დააჯილდოვა ისინი იმისთვის, რამეთუ მოითმინეს, სამოთხეთი და აბრეშუმის სამოსით,
76:12 -
مُتَّكِئِينَ فِيهَا عَلَى الْأَرَائِكِ ۖ لَا يَرَوْنَ فِيهَا شَمْسًا وَلَا زَمْهَرِيرًا
წამოწოლილი იქნებიან იქ სავარძლებზე, არ იხილავენ მზეს (სიცხეს) და არც ყინვას,
76:13 -
وَدَانِيَةً عَلَيْهِمْ ظِلَالُهَا وَذُلِّلَتْ قُطُوفُهَا تَذْلِيلًا
და სიახლოვედ მათ თავზე ჩრდილნი მისი და ჩამოიწევა დახუნძულული მწიფე ნაყოფი.
76:14 -
وَيُطَافُ عَلَيْهِمْ بِآنِيَةٍ مِنْ فِضَّةٍ وَأَكْوَابٍ كَانَتْ قَوَارِيرَا
და ტრიალებენ მათ ზემოთ ვერცხლისა და ბროლის ფიალები,
76:15 -
قَوَارِيرَ مِنْ فِضَّةٍ قَدَّرُوهَا تَقْدِيرًا
ბროლის ფიალები ვერცხლისგან, რომლის ზომიერებაც გამსაზღვრულია.
76:16 -
وَيُسْقَوْنَ فِيهَا كَأْسًا كَانَ مِزَاجُهَا زَنْجَبِيلًا
და დარწყულებული იქნებიან იქ ფიალით, რომლის ნაზავი იქნება ზენჯებილა,
76:17 -
عَيْنًا فِيهَا تُسَمَّىٰ سَلْسَبِيلًا
ერთ-ერთი წყარო, რომელსაც ჰქვია სელსებილა.
76:18 -
وَيَطُوفُ عَلَيْهِمْ وِلْدَانٌ مُخَلَّدُونَ إِذَا رَأَيْتَهُمْ حَسِبْتَهُمْ لُؤْلُؤًا مَنْثُورًا
და გარს ეხვევიან ჭაბუკნი მარადნი. როცა იხილავ მათ, მსგავსნი მოფრქვეული მარგალიტისა.
76:19 -
وَإِذَا رَأَيْتَ ثَمَّ رَأَيْتَ نَعِيمًا وَمُلْكًا كَبِيرًا
და როს იხილო, ჰპოვებ კეთილდღეობასა და ფუფუნებას დიადს,
76:20 -
عَالِيَهُمْ ثِيَابُ سُنْدُسٍ خُضْرٌ وَإِسْتَبْرَقٌ ۖ وَحُلُّوا أَسَاوِرَ مِنْ فِضَّةٍ وَسَقَاهُمْ رَبُّهُمْ شَرَابًا طَهُورًا
მათ (ეცმევათ) სამოსი მწვანე აბრეშუმისა, ატლასისა და შემკულნი ვერცხლის სამაჯურებით და დაარწყულა ისინი თავიანთმა ღმერთმა წმინდა სასმელით.
76:21 -
إِنَّ هَٰذَا كَانَ لَكُمْ جَزَاءً وَكَانَ سَعْيُكُمْ مَشْكُورًا
უეჭველად, ეს თქვენთვისაა ჯილდოდ, რამეთუ თქვენი მისწრაფება დაფასებულ იქმნა.
76:22
თარგმანი: რეზო მიქელაძე