სურა 71 ნუჰი, აიათი 1 – 7
-
إِنَّا أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِ أَنْ أَنْذِرْ قَوْمَكَ مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
უეჭველად, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: „შეაგონე შენი ხალხი ვიდრე მიეწევა მათ სასჯელი მწარე“!
71:1 -
قَالَ يَا قَوْمِ إِنِّي لَكُمْ نَذِيرٌ مُبِينٌ
უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.
71:2 -
أَنِ اعْبُدُوا اللَّهَ وَاتَّقُوهُ وَأَطِيعُونِ
თაყვანი ეცით ალლაჰს, გეშინოდეთ მისი და გამომყევით მე!
71:3 -
يَغْفِرْ لَكُمْ مِنْ ذُنُوبِكُمْ وَيُؤَخِّرْكُمْ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ۚ إِنَّ أَجَلَ اللَّهِ إِذَا جَاءَ لَا يُؤَخَّرُ ۖ لَوْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ
რომ მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს დათქმულ დრომდე. უეჭველად, ალლაჰის დადგენილი ვადა როცა დადგება, არ გადავადდება, რომ იცოდეთ თქვენ!
71:4 -
قَالَ رَبِّ إِنِّي دَعَوْتُ قَوْمِي لَيْلًا وَنَهَارًا
თქვა: ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე მოვუწოდებდი ჩემს ხალხს დღე და ღამე,
71:5 -
فَلَمْ يَزِدْهُمْ دُعَائِي إِلَّا فِرَارًا
მაგრამ არაფერი შეჰმატა მათ ჩემმა მოწოდებამ, თუ არა გაქცევა.
71:6 -
وَإِنِّي كُلَّمَا دَعَوْتُهُمْ لِتَغْفِرَ لَهُمْ جَعَلُوا أَصَابِعَهُمْ فِي آذَانِهِمْ وَاسْتَغْشَوْا ثِيَابَهُمْ وَأَصَرُّوا وَاسْتَكْبَرُوا اسْتِكْبَارًا
და უეჭველად, მე როცა ყოველჯერ მოვუწოდებდი მათ იმისთვის, რათა მიგეტევებია, იცობდნენ თითებს ყურებში, იფარებდნენ თავიანთ სამოსელს და იჟინებდნენ ამპარტავნობას ქედმაღლურად.
71:7
თარგმანი: რეზო მიქელაძე