სურა 70 მეღარიჯი, აიათი 36 – 44
-
فَمَالِ الَّذِينَ كَفَرُوا قِبَلَكَ مُهْطِعِينَ
მაშ, რა ემართებათ, რომელთაც უარყვეს, რომ მოიჩქარიან შენსკენ
70:36 -
عَنِ الْيَمِينِ وَعَنِ الشِّمَالِ عِزِينَ
მარჯვნიდან და მარცხნიდან ხროვად?!
70:37 -
أَيَطْمَعُ كُلُّ امْرِئٍ مِنْهُمْ أَنْ يُدْخَلَ جَنَّةَ نَعِيمٍ
განა იმედი აქვს მათგან რომელიმე ადამიანს, რომ შეყვანილი იქნება ნეტარ სამოთხეში?!
70:38 -
كَلَّا ۖ إِنَّا خَلَقْنَاهُمْ مِمَّا يَعْلَمُونَ
არამც და არამც! უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი იმისგან, რაც იციან.
70:39 -
فَلَا أُقْسِمُ بِرَبِّ الْمَشَارِقِ وَالْمَغَارِبِ إِنَّا لَقَادِرُونَ
მაგრამ არა! ვფიცავ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღმერთს, უეჭველად, ხელგვეწიფება,
70:40 -
عَلَىٰ أَنْ نُبَدِّلَ خَيْرًا مِنْهُمْ وَمَا نَحْنُ بِمَسْبُوقِينَ
რომ შევცვალოთ ისინი მათზე უკეთესებით, როგორიც ვერც კი წარმოგიდგენიათ!
70:41 -
فَذَرْهُمْ يَخُوضُوا وَيَلْعَبُوا حَتَّىٰ يُلَاقُوا يَوْمَهُمُ الَّذِي يُوعَدُونَ
მაშ, თავი ანებე მათ, ჩაიძირონ ამაოებაში და გაერთონ, ვიდრე არ ეწევათ ის თავიანთი დღე, რომელიც აღეთქვათ.
70:42 -
يَوْمَ يَخْرُجُونَ مِنَ الْأَجْدَاثِ سِرَاعًا كَأَنَّهُمْ إِلَىٰ نُصُبٍ يُوفِضُونَ
იმ დღეს გამოვლენ საფლავებიდან მსწრაფლად, თითქოს ფინიშისკენ გარბიან,
70:43 -
خَاشِعَةً أَبْصَارُهُمْ تَرْهَقُهُمْ ذِلَّةٌ ۚ ذَٰلِكَ الْيَوْمُ الَّذِي كَانُوا يُوعَدُونَ
შიშისგან თვალდახრილთ შემოეკვრებათ დამცირება. სწორედ ესაა ის დღე, რომელიც ჰქონდათ აღთქმული.
70:44
თარგმანი: რეზო მიქელაძე