სურა 70 მეღარიჯი, აიათი 22 – 34

  1. إِلَّا الْمُصَلِّينَ

    თვინიერ მლოცველთა,

    70:22
  2. الَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ دَائِمُونَ

    რომელნიც ლოცვას აღავლენენ გამუდმებით,

    70:23
  3. وَالَّذِينَ فِي أَمْوَالِهِمْ حَقٌّ مَعْلُومٌ

    და რომელთა ქონებაშიც წილია განსაზღვრული

    70:24
  4. لِلسَّائِلِ وَالْمَحْرُومِ

    მათხოვართათვის და უპოვართათვის,

    70:25
  5. وَالَّذِينَ يُصَدِّقُونَ بِيَوْمِ الدِّينِ

    და რომელნიც ამოწმებენ განკითხვის დღეს,

    70:26
  6. وَالَّذِينَ هُمْ مِنْ عَذَابِ رَبِّهِمْ مُشْفِقُونَ

    და რომელნიც თავიანთი ღმერთის სასჯელით თრთიან,

    70:27
  7. إِنَّ عَذَابَ رَبِّهِمْ غَيْرُ مَأْمُونٍ

    რამეთუ თავიანთი ღმერთის სასჯელისგან არავინაა დაცული.

    70:28
  8. وَالَّذِينَ هُمْ لِفُرُوجِهِمْ حَافِظُونَ

    და ისინი, რომელნიც თავიანთი ნამუსის დამცველნი არიან!

    70:29
  9. إِلَّا عَلَىٰ أَزْوَاجِهِمْ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَإِنَّهُمْ غَيْرُ مَلُومِينَ

    გამოკლებით თავიანთ მეუღლეთა ან რაც მოიპოვეს თავიანთი მარჯვენათი, მაშინ უეჭველად, ეგენი არ გაიკიცხებიან ამისთვის!

    70:30
  10. فَمَنِ ابْتَغَىٰ وَرَاءَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْعَادُونَ

    ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი ზღვარგადასულნი არიან!

    70:31
  11. وَالَّذِينَ هُمْ لِأَمَانَاتِهِمْ وَعَهْدِهِمْ رَاعُونَ

    და ისინი, რომელნიც მათზე დადებულ აღთქმანს და ანაბარს იცავენ,

    70:32
  12. وَالَّذِينَ هُمْ بِشَهَادَاتِهِمْ قَائِمُونَ

    და ისინი, რომელნიც თავიანთ მოწმეობაზე ჭეშმარიტად ადგანან,

    70:33
  13. وَالَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ يُحَافِظُونَ

    და ისინი, რომელნიც თავიანთ ლოცვებს იცავენ.

    70:34

თარგმანი: რეზო მიქელაძე