სურა 70 მეღარიჯი, აიათი 1 – 9
-
سَأَلَ سَائِلٌ بِعَذَابٍ وَاقِعٍ
ითხოვა მსურველმა სასჯელი მოსახდენელი,
70:1 -
لِلْكَافِرِينَ لَيْسَ لَهُ دَافِعٌ
ურწმუნოთათვის არა ჰყავს მას შემკავებელი
70:2 -
مِنَ اللَّهِ ذِي الْمَعَارِجِ
ალლაჰისგან, უზენაესი წყობის მეუფისგან.
70:3 -
تَعْرُجُ الْمَلَائِكَةُ وَالرُّوحُ إِلَيْهِ فِي يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُ خَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ
ამაღლდებიან ანგელოზნი და სული მასთან ერთ დღეში, რომლის ხანგძლივობაა ორმოცდაათი ათასი წელი.
70:4 -
فَاصْبِرْ صَبْرًا جَمِيلًا
მაშ, მოითმინე მშვენიერი მოთმინებით!
70:5 -
إِنَّهُمْ يَرَوْنَهُ بَعِيدًا
უეჭველად, ისინი ხედავენ მას შორს,
70:6 -
وَنَرَاهُ قَرِيبًا
და ჩვენ ვხედავთ მას ახლოს.
70:7 -
يَوْمَ تَكُونُ السَّمَاءُ كَالْمُهْلِ
იმ დღეს ზეცა იქნება გამდნარი სპილენძივით,
70:8 -
وَتَكُونُ الْجِبَالُ كَالْعِهْنِ
და მთები ფერადი მატყლივით,
70:9
თარგმანი: რეზო მიქელაძე