სურა 70 მეღარიჯი, აიათი 1 – 18

  1. سَأَلَ سَائِلٌ بِعَذَابٍ وَاقِعٍ

    ითხოვა მსურველმა სასჯელი მოსახდენელი,

    70:1
  2. لِلْكَافِرِينَ لَيْسَ لَهُ دَافِعٌ

    ურწმუნოთათვის არა ჰყავს მას შემკავებელი

    70:2
  3. مِنَ اللَّهِ ذِي الْمَعَارِجِ

    ალლაჰისგან, უზენაესი წყობის მეუფისგან.

    70:3
  4. تَعْرُجُ الْمَلَائِكَةُ وَالرُّوحُ إِلَيْهِ فِي يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُ خَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ

    ამაღლდებიან ანგელოზნი და სული მასთან ერთ დღეში, რომლის ხანგძლივობაა ორმოცდაათი ათასი წელი.

    70:4
  5. فَاصْبِرْ صَبْرًا جَمِيلًا

    მაშ, მოითმინე მშვენიერი მოთმინებით!

    70:5
  6. إِنَّهُمْ يَرَوْنَهُ بَعِيدًا

    უეჭველად, ისინი ხედავენ მას შორს,

    70:6
  7. وَنَرَاهُ قَرِيبًا

    და ჩვენ ვხედავთ მას ახლოს.

    70:7
  8. يَوْمَ تَكُونُ السَّمَاءُ كَالْمُهْلِ

    იმ დღეს ზეცა იქნება გამდნარი სპილენძივით,

    70:8
  9. وَتَكُونُ الْجِبَالُ كَالْعِهْنِ

    და მთები ფერადი მატყლივით,

    70:9
  10. وَلَا يَسْأَلُ حَمِيمٌ حَمِيمًا

    და არ მოიკითხავს მეგობარი მეგობარს,

    70:10
  11. يُبَصَّرُونَهُمْ ۚ يَوَدُّ الْمُجْرِمُ لَوْ يَفْتَدِي مِنْ عَذَابِ يَوْمِئِذٍ بِبَنِيهِ

    მათ აჩვენებენ ერთმანეთს. ისურვებს ცოდვილი, რომ იმ დღის სასჯელისგან გადასარჩენად შვილებიც გაიღოს

    70:11
  12. وَصَاحِبَتِهِ وَأَخِيهِ

    და თავისი მეუღლეც, თავისი ძმაც,

    70:12
  13. وَفَصِيلَتِهِ الَّتِي تُؤْوِيهِ

    და ჯიში-ჯილაგი, რომელმაც შეიფარა

    70:13
  14. وَمَنْ فِي الْأَرْضِ جَمِيعًا ثُمَّ يُنْجِيهِ

    და ყველა, ვინცაა დედამიწასა ზედა, ოღონდ თავად გადარჩეს.

    70:14
  15. كَلَّا ۖ إِنَّهَا لَظَىٰ

    არამც და არამც! უეჭველად, იგი აალებული ცეცხლია,

    70:15
  16. نَزَّاعَةً لِلشَّوَىٰ

    გადამბუგავი თავის კანისა.

    70:16
  17. تَدْعُو مَنْ أَدْبَرَ وَتَوَلَّىٰ

    ჩაითრევს ყველას, ვინც ზურგი აქცია, სახე შეაქცია,

    70:17
  18. وَجَمَعَ فَأَوْعَىٰ

    შეაგროვა და ინახავდა.

    70:18

თარგმანი: რეზო მიქელაძე