სურა 6 ენღამი, აიათი 83 – 89

  1. وَتِلْكَ حُجَّتُنَا آتَيْنَاهَا إِبْرَاهِيمَ عَلَىٰ قَوْمِهِ ۚ نَرْفَعُ دَرَجَاتٍ مَنْ نَشَاءُ ۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٌ

    და აი ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ მისი ხალხის წინააღმდეგ. ავამაღლებთ ხარისხებით იმათ, ვინებებთ ვისაც. უეჭველად, ღმერთი შენი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.

    6:83
  2. وَوَهَبْنَا لَهُ إِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ ۚ كُلًّا هَدَيْنَا ۚ وَنُوحًا هَدَيْنَا مِنْ قَبْلُ ۖ وَمِنْ ذُرِّيَّتِهِ دَاوُودَ وَسُلَيْمَانَ وَأَيُّوبَ وَيُوسُفَ وَمُوسَىٰ وَهَارُونَ ۚ وَكَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ

    და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და იაღყუბი და სწორ გზაზე დავადგინეთ ყველა, წინათ ჭეშმარიტ გზაზე დავადგინეთ ნუჰი და მისი შთამომავლები: დავუდი და სულეიმანი და ეიუბი და იუსუფი და მუსა და ჰარუნი. და ასეთნაირად მივაგებთ სიკეთისმქმნელთ!

    6:84
  3. وَزَكَرِيَّا وَيَحْيَىٰ وَعِيسَىٰ وَإِلْيَاسَ ۖ كُلٌّ مِنَ الصَّالِحِينَ

    და ზაქარია და იაჰია და ღისა და ილიასი ყველანი იყვნენ კეთილმოღვაწენი.

    6:85
  4. وَإِسْمَاعِيلَ وَالْيَسَعَ وَيُونُسَ وَلُوطًا ۚ وَكُلًّا فَضَّلْنَا عَلَى الْعَالَمِينَ

    და ისმაილი,იესეღი, იუნუსი და ლუტი და ყველა აღმატებულვჰყავით სამყაროთა ზედა.

    6:86
  5. وَمِنْ آبَائِهِمْ وَذُرِّيَّاتِهِمْ وَإِخْوَانِهِمْ ۖ وَاجْتَبَيْنَاهُمْ وَهَدَيْنَاهُمْ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან ამოვარჩიეთ და დავადგინეთ სწორ გზაზე.

    6:87
  6. ذَٰلِكَ هُدَى اللَّهِ يَهْدِي بِهِ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۚ وَلَوْ أَشْرَكُوا لَحَبِطَ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ასეთია ალლაჰის ჭეშმარიტი გზა, თავის მსახურთაგან იმას დაადგენს მასზე, ინებებს ვისაც. და თუ თანაზიარს შეუქმნიან, ამაო იქნება ის, რასაც აკეთებდნენ.

    6:88
  7. أُولَٰئِكَ الَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ وَالْحُكْمَ وَالنُّبُوَّةَ ۚ فَإِنْ يَكْفُرْ بِهَا هَٰؤُلَاءِ فَقَدْ وَكَّلْنَا بِهَا قَوْمًا لَيْسُوا بِهَا بِكَافِرِينَ

    ეგენი არიან, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა. და თუ ისინი უარყოფენ მას, გადავაბარებთ ჩვენ ხალხს, რომელნიც არ უარყოფენ მას.

    6:89

თარგმანი: რეზო მიქელაძე