სურა 6 ენღამი, აიათი 75 – 79
-
وَكَذَٰلِكَ نُرِي إِبْرَاهِيمَ مَلَكُوتَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَلِيَكُونَ مِنَ الْمُوقِنِينَ
და ასე ვაჩვენებდით იბრაჰიმს ცათა და ქვეყნის მეუფებას, რათა ყოფილიყო მტკიცე მორწმუნეთაგანი.
6:75 -
فَلَمَّا جَنَّ عَلَيْهِ اللَّيْلُ رَأَىٰ كَوْكَبًا ۖ قَالَ هَٰذَا رَبِّي ۖ فَلَمَّا أَفَلَ قَالَ لَا أُحِبُّ الْآفِلِينَ
როცა დაფარა ღამემ იგი, დაინახა ვარსკვლავი და უთხრა: ესაა ღმერთი ჩემი! მაგრამ როცა გაქრა, თქვა: მე არ მიყვარს ქრობადი.
6:76 -
فَلَمَّا رَأَى الْقَمَرَ بَازِغًا قَالَ هَٰذَا رَبِّي ۖ فَلَمَّا أَفَلَ قَالَ لَئِنْ لَمْ يَهْدِنِي رَبِّي لَأَكُونَنَّ مِنَ الْقَوْمِ الضَّالِّينَ
როცა დაინახა მთვარე ამომავალი, უთხრა: ესაა ღმერთი ჩემი. მაგრამ როცა გაქრა, თქვა: უთუოდ, თუ არ დამადგენს სწორ გზაზე ღმერთი ჩემი, უეჭველად, გზაამცდარ ხალხთაგან ვიქნები მე.
6:77 -
فَلَمَّا رَأَى الشَّمْسَ بَازِغَةً قَالَ هَٰذَا رَبِّي هَٰذَا أَكْبَرُ ۖ فَلَمَّا أَفَلَتْ قَالَ يَا قَوْمِ إِنِّي بَرِيءٌ مِمَّا تُشْرِكُونَ
როცა დაინახა მზე ამომავალი, უთხრა: ესაა ღმერთი ჩემი, ეს უფრო დიდია. მაგრამ როცა გაქრა, უთხრა: ხალხო ჩემო! უეჭველად, მე თქვენ თანაზიართაგან შორსა ვარ.
6:78 -
إِنِّي وَجَّهْتُ وَجْهِيَ لِلَّذِي فَطَرَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ حَنِيفًا ۖ وَمَا أَنَا مِنَ الْمُشْرِكِينَ
უეჭველად, მე ვპოვე სათაყვანო, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, და მივიქეცი ერთღმერთიანობისაკენ, და მე არ გავუჩენ თანაზიარს!
6:79
თარგმანი: რეზო მიქელაძე