სურა 6 ენღამი, აიათი 56 – 60
-
قُلْ إِنِّي نُهِيتُ أَنْ أَعْبُدَ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ ۚ قُلْ لَا أَتَّبِعُ أَهْوَاءَكُمْ ۙ قَدْ ضَلَلْتُ إِذًا وَمَا أَنَا مِنَ الْمُهْتَدِينَ
უთხარი: „უეჭველად, ამეკრძალა, რომ თაყვანი ვცე, რომელთაც ალლაჰის ნაცვლად მოუხმობთ თქვენ. უთხარი: „მე არ ავყვები თქვენს სურვილებს, მაშინ გზასამცდარი ვიქნები და არ ვიქნები სწორ გზას დადგენილთაგანი მე.“
6:56 -
قُلْ إِنِّي عَلَىٰ بَيِّنَةٍ مِنْ رَبِّي وَكَذَّبْتُمْ بِهِ ۚ مَا عِنْدِي مَا تَسْتَعْجِلُونَ بِهِ ۚ إِنِ الْحُكْمُ إِلَّا لِلَّهِ ۖ يَقُصُّ الْحَقَّ ۖ وَهُوَ خَيْرُ الْفَاصِلِينَ
უთხარი: „უეჭველად, მე ვდგავარ ჩემი ღმერთის მიერ მოვლენილ ცხად მტკიცებულებაზე, ხოლო თქვენ იგი ცრუდ შერაცხეთ. მე არ ხელმეწიფება ის, რისი დაჩქარებაც თქვენ გსურთ. მხოლოდ ალლაჰს ძალუძს ეს. იგი გაცნობებთ ჭეშმარიტებას, და იგია საუკეთესო მსაჯული.“
6:57 -
قُلْ لَوْ أَنَّ عِنْدِي مَا تَسْتَعْجِلُونَ بِهِ لَقُضِيَ الْأَمْرُ بَيْنِي وَبَيْنَكُمْ ۗ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِالظَّالِمِينَ
უთხარი: „ნამდვილად ჩემს ხელთ რომ იყოს ის, რისი დაჩქარებაც თქვენ გსურთ, საქმე სისრულეში მოვიდოდა ჩემსა და თქვენს შორის“. და ალლაჰი უკეთ უწყის უსამართლოებს.
6:58 -
وَعِنْدَهُ مَفَاتِحُ الْغَيْبِ لَا يَعْلَمُهَا إِلَّا هُوَ ۚ وَيَعْلَمُ مَا فِي الْبَرِّ وَالْبَحْرِ ۚ وَمَا تَسْقُطُ مِنْ وَرَقَةٍ إِلَّا يَعْلَمُهَا وَلَا حَبَّةٍ فِي ظُلُمَاتِ الْأَرْضِ وَلَا رَطْبٍ وَلَا يَابِسٍ إِلَّا فِي كِتَابٍ مُبِينٍ
და მისთანაა გასაღებნი დაფარულისა, არავინ უწყის მის გარდა. და იცის, რაც ხმელეთზეა და ზღვაში. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება მისი ცოდნის გარეშე, და არცა მარცვალი ნედლი და ხმელი მიწის წყვდიადში, რომ არ იყოს ცხად წიგნში.
6:59 -
وَهُوَ الَّذِي يَتَوَفَّاكُمْ بِاللَّيْلِ وَيَعْلَمُ مَا جَرَحْتُمْ بِالنَّهَارِ ثُمَّ يَبْعَثُكُمْ فِيهِ لِيُقْضَىٰ أَجَلٌ مُسَمًّى ۖ ثُمَّ إِلَيْهِ مَرْجِعُكُمْ ثُمَّ يُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
და იგია, რომელიც ღამით მიგაბარებთ თქვენ, და იცის რას იხვეჭთ დღისით. მერე გაგაცოცხლებთ მასში, რათა აღსრულდეს დანიშნული დრო. შემდეგ მასთანაა მისაქციელი თქვენი. მერე ის გაცნობებთ თქვენ, რასაც სჩადიოდით.
6:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე