სურა 6 ენღამი, აიათი 51 – 55
-
وَأَنْذِرْ بِهِ الَّذِينَ يَخَافُونَ أَنْ يُحْشَرُوا إِلَىٰ رَبِّهِمْ ۙ لَيْسَ لَهُمْ مِنْ دُونِهِ وَلِيٌّ وَلَا شَفِيعٌ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ
და შეაგონე ამით, რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრებილი იქნებიან თავიანთ ღმერთთან, რომ არ იქნება მათთვის მის გარდა შემწე და მფარველი, ეგების ღვთისმოშიშნი გახდნენ ეგენი!
6:51 -
وَلَا تَطْرُدِ الَّذِينَ يَدْعُونَ رَبَّهُمْ بِالْغَدَاةِ وَالْعَشِيِّ يُرِيدُونَ وَجْهَهُ ۖ مَا عَلَيْكَ مِنْ حِسَابِهِمْ مِنْ شَيْءٍ وَمَا مِنْ حِسَابِكَ عَلَيْهِمْ مِنْ شَيْءٍ فَتَطْرُدَهُمْ فَتَكُونَ مِنَ الظَّالِمِينَ
და არ გააძევო! რომელნიც მისი წყალობის სურვილით ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილითა და საღამოთი. შენ არ მოგეკითხება მათ გამო და არც მათ მოეკითხებათ შენ გამო. თუ გააძევებ მათ, მაშინ იქნები უსამართლოთაგან.
6:52 -
وَكَذَٰلِكَ فَتَنَّا بَعْضَهُمْ بِبَعْضٍ لِيَقُولُوا أَهَٰؤُلَاءِ مَنَّ اللَّهُ عَلَيْهِمْ مِنْ بَيْنِنَا ۗ أَلَيْسَ اللَّهُ بِأَعْلَمَ بِالشَّاكِرِينَ
ასე გამოვცადეთ ისინი ერთიმეორით, რომ ეთქვათ: „ნუთუ ეგენი არიან, ვისზეც ჩვენს შორის მოიღო წყალობა ალლაჰმა?!“ განა ალლაჰი უკეთ არ უწყის, ვინ არიან მადლიერნი?
6:53 -
وَإِذَا جَاءَكَ الَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِآيَاتِنَا فَقُلْ سَلَامٌ عَلَيْكُمْ ۖ كَتَبَ رَبُّكُمْ عَلَىٰ نَفْسِهِ الرَّحْمَةَ ۖ أَنَّهُ مَنْ عَمِلَ مِنْكُمْ سُوءًا بِجَهَالَةٍ ثُمَّ تَابَ مِنْ بَعْدِهِ وَأَصْلَحَ فَأَنَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
და როცა მოვლენ შენთან, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები, უთხარი: „მშვიდობა თქვენდა!“ ღმერთმა თქვენმა თავს დაუწერა მწყალობლობა. უეჭველად, რომელი თქვენგანიც უმეცრებით ჩაიდენს სიავეს, მერე მოინანიებს ამის შემდგომ და გამოასწორებს, უეჭველად, იგი შემნდობია, მწყალობელია!
6:54 -
وَكَذَٰلِكَ نُفَصِّلُ الْآيَاتِ وَلِتَسْتَبِينَ سَبِيلُ الْمُجْرِمِينَ
და ამგვარად განვმარტავთ აიათებს, რათა ცხადი გახდეს ცოდვილთა გზა.
6:55
თარგმანი: რეზო მიქელაძე