სურა 6 ენღამი, აიათი 42 – 50
-
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا إِلَىٰ أُمَمٍ مِنْ قَبْلِكَ فَأَخَذْنَاهُمْ بِالْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ لَعَلَّهُمْ يَتَضَرَّعُونَ
ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ შენზე უწინაც თემებთან, და გაჭირვება და უბედურება ვაწიეთ მაგათ, ეგების შეევედრონ!
6:42 -
فَلَوْلَا إِذْ جَاءَهُمْ بَأْسُنَا تَضَرَّعُوا وَلَٰكِنْ قَسَتْ قُلُوبُهُمْ وَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ
იქნებ შევედრებოდნენ, როცა ეწიათ უბედურება, მაგრამ სად... გულები ჰქონდათ გაქვავებული. ხოლო ეშმაკმა მორთულ-მოკაზმული მოაჩვენა მათ, რასაც სჩადიოდნენ.
6:43 -
فَلَمَّا نَسُوا مَا ذُكِّرُوا بِهِ فَتَحْنَا عَلَيْهِمْ أَبْوَابَ كُلِّ شَيْءٍ حَتَّىٰ إِذَا فَرِحُوا بِمَا أُوتُوا أَخَذْنَاهُمْ بَغْتَةً فَإِذَا هُمْ مُبْلِسُونَ
და როცა დაივიწყეს ის, რითიც შეგონებულნი იყვნენ ეგენი, მაშინ გავუხსენით კარნი ყოველნი და ხარობდნენ იმით, რაც ებოძათ, მოულოდნელად ვაწიეთ. უკვე სასოწარკვეთილნი დარჩნენ ეგენი.
6:44 -
فَقُطِعَ دَابِرُ الْقَوْمِ الَّذِينَ ظَلَمُوا ۚ وَالْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ
ასე ამოწყდა მოდგმა იმ ხალხის, რომელნიც სჩადიოდნენ უსამართლობას. ხოლო ალლაჰს, სამყაროთა უფალს, ეკუთვნის დიდება!
6:45 -
قُلْ أَرَأَيْتُمْ إِنْ أَخَذَ اللَّهُ سَمْعَكُمْ وَأَبْصَارَكُمْ وَخَتَمَ عَلَىٰ قُلُوبِكُمْ مَنْ إِلَٰهٌ غَيْرُ اللَّهِ يَأْتِيكُمْ بِهِ ۗ انْظُرْ كَيْفَ نُصَرِّفُ الْآيَاتِ ثُمَّ هُمْ يَصْدِفُونَ
უთხარი შენ: „როგორ ფიქრობთ თქვენ, თუ ალლაჰი წაგართმევთ სმენასა და მხედველობას, და დაგილუქავს გულებს, ვინღაა ღმერთი ალლაჰის გარდა, რომ დაგიბრუნოს თქვენ იგი?” შეხედე, როგორ განვუმარტავთ აიათებს, მაგრამ შემდეგ მაინც პირს იბრუნებენ ეგენი.
6:46 -
قُلْ أَرَأَيْتَكُمْ إِنْ أَتَاكُمْ عَذَابُ اللَّهِ بَغْتَةً أَوْ جَهْرَةً هَلْ يُهْلَكُ إِلَّا الْقَوْمُ الظَّالِمُونَ
უთხარი შენ: როგორ ფიქრობთ თქვენ, თავს რომ დაგატყდეთ ალლაჰის სასჯელი უეცრად ან ცხადად, განა განადგურდება ვინმე, ცოდვილი ხალხის გარდა?!
6:47 -
وَمَا نُرْسِلُ الْمُرْسَلِينَ إِلَّا مُبَشِّرِينَ وَمُنْذِرِينَ ۖ فَمَنْ آمَنَ وَأَصْلَحَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
ჩვენ არ წარმოვგზავნიდით შუამავალთ თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად; და რომელთაც იწამეს და სიკეთე თესეს, არცა შიში ექნეთ მათ და არცა სადარდებელი!
6:48 -
وَالَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا يَمَسُّهُمُ الْعَذَابُ بِمَا كَانُوا يَفْسُقُونَ
და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, აღვირახსნილობიდან გამომდინარე სასჯელი შეეხებათ მათ.
6:49 -
قُلْ لَا أَقُولُ لَكُمْ عِنْدِي خَزَائِنُ اللَّهِ وَلَا أَعْلَمُ الْغَيْبَ وَلَا أَقُولُ لَكُمْ إِنِّي مَلَكٌ ۖ إِنْ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰ إِلَيَّ ۚ قُلْ هَلْ يَسْتَوِي الْأَعْمَىٰ وَالْبَصِيرُ ۚ أَفَلَا تَتَفَكَّرُونَ
უთხარი შენ: „მე არ გეუბნები, ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი და არც იმას, რომ ვუწყი უხილავს; და მე არ გეუბნებით, ანგელოზი ვარ. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემომევლინა.“ უთხარი შენ: „განა თანასწორია ბრმა და მხედველი? ნუთუ არ დაფიქრდებით?“
6:50
თარგმანი: რეზო მიქელაძე