სურა 6 ენღამი, აიათი 33 – 34

  1. قَدْ نَعْلَمُ إِنَّهُ لَيَحْزُنُكَ الَّذِي يَقُولُونَ ۖ فَإِنَّهُمْ لَا يُكَذِّبُونَكَ وَلَٰكِنَّ الظَّالِمِينَ بِآيَاتِ اللَّهِ يَجْحَدُونَ

    ჩვენ კარგად ვუწყით, რომ რასაც ეგენი ამბობენ, ნამდვილად განიცდი. მაგრამ სინამდვილეში შენ კი არ გრაცხენ ცრუდ ეგენი, არამედ ცოდვილნი ალლაჰის აიათებს განზრახ უარყოფენ.

    6:33
  2. وَلَقَدْ كُذِّبَتْ رُسُلٌ مِنْ قَبْلِكَ فَصَبَرُوا عَلَىٰ مَا كُذِّبُوا وَأُوذُوا حَتَّىٰ أَتَاهُمْ نَصْرُنَا ۚ وَلَا مُبَدِّلَ لِكَلِمَاتِ اللَّهِ ۚ وَلَقَدْ جَاءَكَ مِنْ نَبَإِ الْمُرْسَلِينَ

    და ვფიცავ, რომ შენამდეც ცრუდ მიჩნეული იქმნენ შუამავალნი. მაგრამ მათ მოითმინეს ის, რომ ცრუდ ირაცხებოდნენ და იდევნებოდნენ, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. და ვერავინ შეცვლის ალლაჰის სიტყვებს. და უკვე მოვიდა შენთან ამბავი შუამავალთა.

    6:34

თარგმანი: რეზო მიქელაძე