სურა 6 ენღამი, აიათი 21 – 30
-
وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِآيَاتِهِ ۗ إِنَّهُ لَا يُفْلِحُ الظَّالِمُونَ
და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს ან უარყოფს მის აიათებს. უეჭველად იგი, უსამართლონს არა ჰქმნის წარმატებულს!
6:21 -
وَيَوْمَ نَحْشُرُهُمْ جَمِيعًا ثُمَّ نَقُولُ لِلَّذِينَ أَشْرَكُوا أَيْنَ شُرَكَاؤُكُمُ الَّذِينَ كُنْتُمْ تَزْعُمُونَ
და იმ დღეს შევკრებთ ყველა იმათგანს და რომელნიც ალლაჰს თანაზიარს უჩენდნენ მათ ვეტყვით: „სად არიან ეგ თქვენი თანაზიარნი, რომელთაც თქვენვე იგონებდით“?
6:22 -
ثُمَّ لَمْ تَكُنْ فِتْنَتُهُمْ إِلَّا أَنْ قَالُوا وَاللَّهِ رَبِّنَا مَا كُنَّا مُشْرِكِينَ
მერე რაღა საბოდიშო უნდა გამონახონ, თუ არა სთქვან: ვფიცავთ ალლაჰსა, ღმერთსა ჩვენსა, ჩვენ არ ვყოფილვართ წარმართნი!
6:23 -
انْظُرْ كَيْفَ كَذَبُوا عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ ۚ وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ
შეხედე როგორ იტყუებენ თავს და როგორ დაიფარა მათგან ის, რასაც იგონებდნენ.
6:24 -
وَمِنْهُمْ مَنْ يَسْتَمِعُ إِلَيْكَ ۖ وَجَعَلْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ أَكِنَّةً أَنْ يَفْقَهُوهُ وَفِي آذَانِهِمْ وَقْرًا ۚ وَإِنْ يَرَوْا كُلَّ آيَةٍ لَا يُؤْمِنُوا بِهَا ۚ حَتَّىٰ إِذَا جَاءُوكَ يُجَادِلُونَكَ يَقُولُ الَّذِينَ كَفَرُوا إِنْ هَٰذَا إِلَّا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ
და მათ შორის ისეთებიც არიან, რომ მოდიან მოსასმენად შენთან. და ჩვენ საბურველი დავადეთ მაგათ გულებს, რათა ვერ გაიგონ ის, და სიყრუე მათ ყურებში. და რომც დაინახონ ყველა სასწაული, მაინც არ იწამებენ ეგენი მას; მაშინაც, თუკი მოვიდნენ შენთან, დავას დაგიწყებენ. ისინი იტყვიან, რომელთაც უარყვეს: „სხვა არაფერია ეს, თუ არა ზღაპრები პირველყოფილთა.
6:25 -
وَهُمْ يَنْهَوْنَ عَنْهُ وَيَنْأَوْنَ عَنْهُ ۖ وَإِنْ يُهْلِكُونَ إِلَّا أَنْفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ
და ისინი აბრკოლებენ მისგან სხვებს და თავადაც შორდებიან მას. მაგრამ ამით მხოლოდ თავს იღუპავენ ეგენი და ვერც კი გრძნობენ ამას!
6:26 -
وَلَوْ تَرَىٰ إِذْ وُقِفُوا عَلَى النَّارِ فَقَالُوا يَا لَيْتَنَا نُرَدُّ وَلَا نُكَذِّبَ بِآيَاتِ رَبِّنَا وَنَكُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ
და ნეტავი განახა ეგენი, როცა წარსდგებიან ცეცხლის წინაშე, მაშინ იტყვიან: ეგებ მოვქცეულიყავით უკან და აღარ შევრაცხავდით სიცრუედ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდით მორწმუნეთაგანი!
6:27 -
بَلْ بَدَا لَهُمْ مَا كَانُوا يُخْفُونَ مِنْ قَبْلُ ۖ وَلَوْ رُدُّوا لَعَادُوا لِمَا نُهُوا عَنْهُ وَإِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ
არა, ის განეცხადათ მაგათ, რასაც ადრე მალავდნენ. და თუნდაც რომ დააბრუნონ, მაინც იმას დაუბრუნდებოდნენ, რაც აკრძალული ჰქონდათ. და უეჭველად, ნამდვილი ცრუპენტელები არიან ეგენი.
6:28 -
وَقَالُوا إِنْ هِيَ إِلَّا حَيَاتُنَا الدُّنْيَا وَمَا نَحْنُ بِمَبْعُوثِينَ
და თქვეს: ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ამქვეყნიურით შემოიფარგლება და არ ვიქნებით ჩვენ აღმოცენებული.
6:29 -
وَلَوْ تَرَىٰ إِذْ وُقِفُوا عَلَىٰ رَبِّهِمْ ۚ قَالَ أَلَيْسَ هَٰذَا بِالْحَقِّ ۚ قَالُوا بَلَىٰ وَرَبِّنَا ۚ قَالَ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنْتُمْ تَكْفُرُونَ
და ნეტავ განახა ეგენი, როცა წარსდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე, იგი ეტყვის: „განა ეს არ არის ჭეშმარიტება“? თქვეს: დიახ, ვფიცავთ ჩვენს ღმერთს! ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც უარყავდით თქვენ!
6:30
თარგმანი: რეზო მიქელაძე