სურა 6 ენღამი, აიათი 151 – 154
-
قُلْ تَعَالَوْا أَتْلُ مَا حَرَّمَ رَبُّكُمْ عَلَيْكُمْ ۖ أَلَّا تُشْرِكُوا بِهِ شَيْئًا ۖ وَبِالْوَالِدَيْنِ إِحْسَانًا ۖ وَلَا تَقْتُلُوا أَوْلَادَكُمْ مِنْ إِمْلَاقٍ ۖ نَحْنُ نَرْزُقُكُمْ وَإِيَّاهُمْ ۖ وَلَا تَقْرَبُوا الْفَوَاحِشَ مَا ظَهَرَ مِنْهَا وَمَا بَطَنَ ۖ وَلَا تَقْتُلُوا النَّفْسَ الَّتِي حَرَّمَ اللَّهُ إِلَّا بِالْحَقِّ ۚ ذَٰلِكُمْ وَصَّاكُمْ بِهِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
„უთხარი შენ: მოდით და წაგიკითხავთ იმას, რაც აგიკრძალათ ღმერთმა თქვენმა: რომ არაფერი თანაუზიაროთ მას და კეთილ მოეპყრათ მშობლებს, არ დახოცოთ შვილნი თქვენნი სიდუხჭირის გამო. მხოლოდ ჩვენ გაძლევთ სარჩოს თქვენც და მათაც; და არ გაეკაროთ სიბილწეს, ცხადსაც და დაფარულსაც, და არ მოკლათ სულიერი, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართალის აღდგენისა. აი, ასე დაგიწესათ თქვენ, ეგების მოუხმოთ გონებას!
6:151 -
وَلَا تَقْرَبُوا مَالَ الْيَتِيمِ إِلَّا بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ حَتَّىٰ يَبْلُغَ أَشُدَّهُ ۖ وَأَوْفُوا الْكَيْلَ وَالْمِيزَانَ بِالْقِسْطِ ۖ لَا نُكَلِّفُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا ۖ وَإِذَا قُلْتُمْ فَاعْدِلُوا وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۖ وَبِعَهْدِ اللَّهِ أَوْفُوا ۚ ذَٰلِكُمْ وَصَّاكُمْ بِهِ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ
და არ მიეკაროთ ობლების ქონებას, სანამ სრულწლოვანებას მიაღწევენ, გარდა სასიკეთოდ; და შეასრულეთ ზომა და წონა ჭეშმარიტად, ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულიერს, გარდა რაც ძალუძს. და როცა თქვენს აზრს გამოთქვამთ, იყავით სამართლიანნი, თუნდ ნათესავი იყოს. და შეასრულეთ თქვენ ალლაჰის აღთქმა. აი, ასე დაგიწესათ მან, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ!“
6:152 -
وَأَنَّ هَٰذَا صِرَاطِي مُسْتَقِيمًا فَاتَّبِعُوهُ ۖ وَلَا تَتَّبِعُوا السُّبُلَ فَتَفَرَّقَ بِكُمْ عَنْ سَبِيلِهِ ۚ ذَٰلِكُمْ وَصَّاكُمْ بِهِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
და უეჭველად, ესაა გზა ჭეშმარიტი, გაჰყევით მას და არ გაჰყვეთ გზებს, რომელიც დაგაშორებთ თქვენ მასთან. აი, რას გიწესებთ იგი, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!
6:153 -
ثُمَّ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ تَمَامًا عَلَى الَّذِي أَحْسَنَ وَتَفْصِيلًا لِكُلِّ شَيْءٍ وَهُدًى وَرَحْمَةً لَعَلَّهُمْ بِلِقَاءِ رَبِّهِمْ يُؤْمِنُونَ
შემდეგ ჩვენ მუსას წიგნი ვუბოძეთ სრულყოფად იმისთვის, ვინც სიკეთეს იქმოდა, და განსამარტად ყველაფრისა, და წარმართვად და წყალობად, ეგების თავიანთ ღმერთთან შეხვედრა ირწმუნონ მათ.
6:154
თარგმანი: რეზო მიქელაძე