სურა 6 ენღამი, აიათი 141 – 144

  1. وَهُوَ الَّذِي أَنْشَأَ جَنَّاتٍ مَعْرُوشَاتٍ وَغَيْرَ مَعْرُوشَاتٍ وَالنَّخْلَ وَالزَّرْعَ مُخْتَلِفًا أُكُلُهُ وَالزَّيْتُونَ وَالرُّمَّانَ مُتَشَابِهًا وَغَيْرَ مُتَشَابِهٍ ۚ كُلُوا مِنْ ثَمَرِهِ إِذَا أَثْمَرَ وَآتُوا حَقَّهُ يَوْمَ حَصَادِهِ ۖ وَلَا تُسْرِفُوا ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْرِفِينَ

    და იგია, რომელმაც გააჩინა ბაღები ძირსგართხმული და ამაღლებული, და ხურმა, და ნათესნი სხვადასხვა ნაყოფიანი, ზეთის ხილი და ბროწეული ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული. მიირთვით მათი ნაყოფი, როცა დამწიფდება, და მომკის დღეს გაეცით წილი მისგან. და არ იყოთ მფლანგველნი. უეჭველად, მას არ უყვარს მფლანგველნი!

    6:141
  2. وَمِنَ الْأَنْعَامِ حَمُولَةً وَفَرْشًا ۚ كُلُوا مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ وَلَا تَتَّبِعُوا خُطُوَاتِ الشَّيْطَانِ ۚ إِنَّهُ لَكُمْ عَدُوٌّ مُبِينٌ

    და საქონელი საპალნედ და საჭმელად. მიირთვით ის, რაც ალლაჰმა თქვენ გიბოძათ და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალს. უეჭველად, აშკარა მტერია იგი თქვენი.

    6:142
  3. ثَمَانِيَةَ أَزْوَاجٍ ۖ مِنَ الضَّأْنِ اثْنَيْنِ وَمِنَ الْمَعْزِ اثْنَيْنِ ۗ قُلْ آلذَّكَرَيْنِ حَرَّمَ أَمِ الْأُنْثَيَيْنِ أَمَّا اشْتَمَلَتْ عَلَيْهِ أَرْحَامُ الْأُنْثَيَيْنِ ۖ نَبِّئُونِي بِعِلْمٍ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    (ალლაჰმა გააჩინა) რვა წყვილი: ცხვარი ორი, და თხა ორი. უთხარი: აგიკრძალათ ორი მამრი თუ ორი მდედრი, თუ ის, რაც მდედრების მუცელშია? თუკი თქვენ ხართ მართალნი, ცოდნით მიპასუხეთ მე!

    6:143
  4. وَمِنَ الْإِبِلِ اثْنَيْنِ وَمِنَ الْبَقَرِ اثْنَيْنِ ۗ قُلْ آلذَّكَرَيْنِ حَرَّمَ أَمِ الْأُنْثَيَيْنِ أَمَّا اشْتَمَلَتْ عَلَيْهِ أَرْحَامُ الْأُنْثَيَيْنِ ۖ أَمْ كُنْتُمْ شُهَدَاءَ إِذْ وَصَّاكُمُ اللَّهُ بِهَٰذَا ۚ فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا لِيُضِلَّ النَّاسَ بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ

    და წყვილი აქლემი და წყვილი მსხვილფეხა საქონელი. უთხარი: აგიკრძალათ ორი მამრი თუ ორი მდედრი, თუ ის, რაც მდედრების მუცელშია? იქნებ მოწმენი იყავით, როცა ალლაჰმა გიბრძანათ ეს? მაშ, ვინაა ამაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს, რათა აცდუნოს ხალხი უმეცრებით? უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს უკეთურ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე.

    6:144

თარგმანი: რეზო მიქელაძე