სურა 6 ენღამი, აიათი 138 – 139
-
وَقَالُوا هَٰذِهِ أَنْعَامٌ وَحَرْثٌ حِجْرٌ لَا يَطْعَمُهَا إِلَّا مَنْ نَشَاءُ بِزَعْمِهِمْ وَأَنْعَامٌ حُرِّمَتْ ظُهُورُهَا وَأَنْعَامٌ لَا يَذْكُرُونَ اسْمَ اللَّهِ عَلَيْهَا افْتِرَاءً عَلَيْهِ ۚ سَيَجْزِيهِمْ بِمَا كَانُوا يَفْتَرُونَ
და თქვეს თავიანთი ჭკუით: „ეს საქონელი და ნათესები ხელშეუხებელია. ვერ მიირთვამს მისგან ვერავინ, თუ არ იქნება ჩვენი ნება. და საქონელი, რომლის ზურგიც აკრძალულია, და საქონელი, რომელზეც ალლაჰის სახელს არ ახსენებენ“. ამგვარად მასზე სიცრუეს იგონებდნენ, სულ მალე მიეზღვებათ მათ, რასაც იგონებდნენ იმისთვის!
6:138 -
وَقَالُوا مَا فِي بُطُونِ هَٰذِهِ الْأَنْعَامِ خَالِصَةٌ لِذُكُورِنَا وَمُحَرَّمٌ عَلَىٰ أَزْوَاجِنَا ۖ وَإِنْ يَكُنْ مَيْتَةً فَهُمْ فِيهِ شُرَكَاءُ ۚ سَيَجْزِيهِمْ وَصْفَهُمْ ۚ إِنَّهُ حَكِيمٌ عَلِيمٌ
და თქვეს: ის, რაც ამ საქონლის მუცელშია, ნებადართულია ჩვენი კაცებისთვის და აკრძალულია ჩვენი ქალებისთვის; და თუ მკვდარი იქნება, მაშინ თანაზიარნი არიან მასში. სულ მალე მათ თავიანთი მსაზღვრელის შესაბამისად მიუზღავს იგი. უეჭველად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
6:139
თარგმანი: რეზო მიქელაძე