სურა 6 ენღამი, აიათი 1 – 10
-
الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَجَعَلَ الظُّلُمَاتِ وَالنُّورَ ۖ ثُمَّ الَّذِينَ كَفَرُوا بِرَبِّهِمْ يَعْدِلُونَ
დიდება ალლაჰს, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, და დაადგინა ბნელნი და ნათელი. მერე თავიანთ ღმერთს თანასწორს უტოლებენ, რომელთაც არ ირწმუნეს.
6:1 -
هُوَ الَّذِي خَلَقَكُمْ مِنْ طِينٍ ثُمَّ قَضَىٰ أَجَلًا ۖ وَأَجَلٌ مُسَمًّى عِنْدَهُ ۖ ثُمَّ أَنْتُمْ تَمْتَرُونَ
იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ტალახისგან, მერე დააწესა ვადა და მასთანაა ვადა განსაზღვრული. და თქვენ კიდევ ეჭვი გეპარებათ?!
6:2 -
وَهُوَ اللَّهُ فِي السَّمَاوَاتِ وَفِي الْأَرْضِ ۖ يَعْلَمُ سِرَّكُمْ وَجَهْرَكُمْ وَيَعْلَمُ مَا تَكْسِبُونَ
და იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, უწყის რასაც ფარავთ და რასაც აცხადებთ თქვენ, და უწყის რასაც იხვეჭავთ.
6:3 -
وَمَا تَأْتِيهِمْ مِنْ آيَةٍ مِنْ آيَاتِ رَبِّهِمْ إِلَّا كَانُوا عَنْهَا مُعْرِضِينَ
და მათ ერთი აიათიც არ მოვლენიათ თავიანთი ღმერთისგან, რომ მათ მისდა სახე არ შეექციათ.
6:4 -
فَقَدْ كَذَّبُوا بِالْحَقِّ لَمَّا جَاءَهُمْ ۖ فَسَوْفَ يَأْتِيهِمْ أَنْبَاءُ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
ამრიგად, როცა მათ მოუვიდათ ჭეშმარიტება, ცრუდ ჩათვალეს. სულ მალე მოუვათ ამბები, რასაც გასცინოდნენ ისინი.
6:5 -
أَلَمْ يَرَوْا كَمْ أَهْلَكْنَا مِنْ قَبْلِهِمْ مِنْ قَرْنٍ مَكَّنَّاهُمْ فِي الْأَرْضِ مَا لَمْ نُمَكِّنْ لَكُمْ وَأَرْسَلْنَا السَّمَاءَ عَلَيْهِمْ مِدْرَارًا وَجَعَلْنَا الْأَنْهَارَ تَجْرِي مِنْ تَحْتِهِمْ فَأَهْلَكْنَاهُمْ بِذُنُوبِهِمْ وَأَنْشَأْنَا مِنْ بَعْدِهِمْ قَرْنًا آخَرِينَ
განა ვერ ხედავენ რამდენი თაობა გავანადგურეთ მაგათ უწინ? მათ მივეცით ისეთი ძალაუფლება დედამიწაზე, როგორიც არ მოგვიცია თქვენთვის. და ჩვენ მოვავლინეთ ზეციდან მათდა უხვად წვიმა და დავადგინეთ მათ ქვემოთ მომდინარე მდინარეები. მაგრამ გავანადგურეთ ისინი თავიანთი ცოდვების გამო და მოვიყვანეთ სხვა თაობა მათ შემდგომ.
6:6 -
وَلَوْ نَزَّلْنَا عَلَيْكَ كِتَابًا فِي قِرْطَاسٍ فَلَمَسُوهُ بِأَيْدِيهِمْ لَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُبِينٌ
და რომ შენდა გარდმოგვევლინა წიგნი გრაგნილზე და თავიანთი ხელით შეხებოდნენ ეგენი მას, უეჭველად, იტყოდნენ რომელთაც უარყვეს, ეს მხოლოდ აშკარა ჯადოსნობაა!
6:7 -
وَقَالُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ مَلَكٌ ۖ وَلَوْ أَنْزَلْنَا مَلَكًا لَقُضِيَ الْأَمْرُ ثُمَّ لَا يُنْظَرُونَ
და თქვეს მათ: ანგელოზი რომ ზემოვლენოდა მას? „ხოლო ანგელოზი რომ მოგვევლინა, უთუოდ აღსრულდებოდა საქმე, შემდეგ მათ არ მიეცემოდათ გადავადება“!
6:8 -
وَلَوْ جَعَلْنَاهُ مَلَكًا لَجَعَلْنَاهُ رَجُلًا وَلَلَبَسْنَا عَلَيْهِمْ مَا يَلْبِسُونَ
და რომ ანგელოზი დაგვედგინა შუამავლად, მას ადამიანის სახით მოვავლენდით და უთუოდ ბუნდოვანს გავუხდიდით, რასაც ბუნდოვანს ხდიან ეგენი.
6:9 -
وَلَقَدِ اسْتُهْزِئَ بِرُسُلٍ مِنْ قَبْلِكَ فَحَاقَ بِالَّذِينَ سَخِرُوا مِنْهُمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
ვფიცავ! შენამდე უკვე შუამავალნი აიგდეს მასხრად, და რომელნიც მასხრად იგდებდნენ, თავს დაატყდათ იგი, რასაც იგდებდნენ.
6:10
თარგმანი: რეზო მიქელაძე