სურა 66 თაჰრიმი, აიათი 1 – 5
-
يَا أَيُّهَا النَّبِيُّ لِمَ تُحَرِّمُ مَا أَحَلَّ اللَّهُ لَكَ ۖ تَبْتَغِي مَرْضَاتَ أَزْوَاجِكَ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
ჰეი, შუამავალო! რატომ იკრძალავ ცოლების კმაყოფილების მოპოვების სურვილით იმას, რაც ნება დართულ ჰყო ალლაჰმა შენთვის? უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!
66:1 -
قَدْ فَرَضَ اللَّهُ لَكُمْ تَحِلَّةَ أَيْمَانِكُمْ ۚ وَاللَّهُ مَوْلَاكُمْ ۖ وَهُوَ الْعَلِيمُ الْحَكِيمُ
უკვე სავალდებულო ჰყო ალლაჰმა გამოხსნა თქვენს ფიცთა, რამეთუ ალლაჰი მფარველია თქვენი და იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
66:2 -
وَإِذْ أَسَرَّ النَّبِيُّ إِلَىٰ بَعْضِ أَزْوَاجِهِ حَدِيثًا فَلَمَّا نَبَّأَتْ بِهِ وَأَظْهَرَهُ اللَّهُ عَلَيْهِ عَرَّفَ بَعْضَهُ وَأَعْرَضَ عَنْ بَعْضٍ ۖ فَلَمَّا نَبَّأَهَا بِهِ قَالَتْ مَنْ أَنْبَأَكَ هَٰذَا ۖ قَالَ نَبَّأَنِيَ الْعَلِيمُ الْخَبِيرُ
და აკი, გაანდო შუამავალმა თავის ერთ-ერთ ცოლს საიდუმლო ამბავი, მაგრამ მოუყვა იგი სხვას, ალლაჰმა კი ამცნო მას, ამცნო სანახევროდ და დაუმალა სანახევროდ. ხოლო როცა მოუყვა იგი მას, უთხრა: ვინ გამცნო შენ? მიუგო: მამცნო ყოვლისმცოდნემ, ყოვლისშემცნობმა.
66:3 -
إِنْ تَتُوبَا إِلَى اللَّهِ فَقَدْ صَغَتْ قُلُوبُكُمَا ۖ وَإِنْ تَظَاهَرَا عَلَيْهِ فَإِنَّ اللَّهَ هُوَ مَوْلَاهُ وَجِبْرِيلُ وَصَالِحُ الْمُؤْمِنِينَ ۖ وَالْمَلَائِكَةُ بَعْدَ ذَٰلِكَ ظَهِيرٌ
ორივემ მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, რამეთუ თქვენი გულები გადაიხარა, და თუ მხარში ამოუდგებით ერთმანეთს მის წინააღმდეგ, უეჭველად, ალლაჰი ხომ მისი მფარველია, ჯიბრილიც და მართლმორწმუნენიც, ასევე ანგელოზნიც.
66:4 -
عَسَىٰ رَبُّهُ إِنْ طَلَّقَكُنَّ أَنْ يُبْدِلَهُ أَزْوَاجًا خَيْرًا مِنْكُنَّ مُسْلِمَاتٍ مُؤْمِنَاتٍ قَانِتَاتٍ تَائِبَاتٍ عَابِدَاتٍ سَائِحَاتٍ ثَيِّبَاتٍ وَأَبْكَارًا
თუ გაგეყარათ თქვენ, ეგების მისმა ღმერთმა სანაცვლოდ უბოძოს ცოლებად უკეთესნი, რომელნიც იქნებიან მუსლიმები, მორწმუნენი, ღვთისმოშიშნი, მომნანიე, თაყვანისმცემელნი, მემარხულე, ქვრივნი და ქალწულნი.
66:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე