სურა 65 ტალაყი, აიათი 8 – 12
-
وَكَأَيِّنْ مِنْ قَرْيَةٍ عَتَتْ عَنْ أَمْرِ رَبِّهَا وَرُسُلِهِ فَحَاسَبْنَاهَا حِسَابًا شَدِيدًا وَعَذَّبْنَاهَا عَذَابًا نُكْرًا
და რამდენი სოფელი გარდახდა ბრძანებას თავისი ღმერთისას და მის შუამავალთა. ამიტომაც მივაგეთ მას ანგარიში მკაცრი. და დავსაჯეთ იგი საშინელი სასჯელით.
65:8 -
فَذَاقَتْ وَبَالَ أَمْرِهَا وَكَانَ عَاقِبَةُ أَمْرِهَا خُسْرًا
ამგვარად, იგემეს საკუთარი საქციელის სიმძიმე. ხოლო საქმეთა აღსასრული სავალალო იქნა.
65:9 -
أَعَدَّ اللَّهُ لَهُمْ عَذَابًا شَدِيدًا ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ يَا أُولِي الْأَلْبَابِ الَّذِينَ آمَنُوا ۚ قَدْ أَنْزَلَ اللَّهُ إِلَيْكُمْ ذِكْرًا
მზად ჰყო ალლაჰმა მათთვის უმკაცრესი სასჯელი. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის რომელთაც ირწმუნეთ, ბრძენკაცნო, ჭკუასაკითხნო, რამეთუ ალლაჰმა უკვე გარდმოავლინა თქვენთან შეხსენებად
65:10 -
رَسُولًا يَتْلُو عَلَيْكُمْ آيَاتِ اللَّهِ مُبَيِّنَاتٍ لِيُخْرِجَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ مِنَ الظُّلُمَاتِ إِلَى النُّورِ ۚ وَمَنْ يُؤْمِنْ بِاللَّهِ وَيَعْمَلْ صَالِحًا يُدْخِلْهُ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۖ قَدْ أَحْسَنَ اللَّهُ لَهُ رِزْقًا
შუამავალი, რომელიც გიკითხავთ თქვენ ალლაჰის ცხად აიათებს, რათა გაიყვანოს სიბნელეებიდან სინათლეში ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. ხოლო ვინც ირწმუნებს ალლაჰს და იქმს სიკეთეს შეიყვანს მას სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. ალლაჰმა უბოძა მას საუკეთესო საარსებო.
65:11 -
اللَّهُ الَّذِي خَلَقَ سَبْعَ سَمَاوَاتٍ وَمِنَ الْأَرْضِ مِثْلَهُنَّ يَتَنَزَّلُ الْأَمْرُ بَيْنَهُنَّ لِتَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ وَأَنَّ اللَّهَ قَدْ أَحَاطَ بِكُلِّ شَيْءٍ عِلْمًا
ალლაჰია, რომელმაც გააჩინა შვიდი ცა და დედამიწისგან იმდენივე. ზეგარდმოდის ყოველთვის ბრძანება მათ შორის, რათა შეიმეცნოთ, რომ ალლაჰს ძალუძს ყველაფერი და რომ ალლაჰი ყველაფერს მოიცავს ცოდნით!
65:12
თარგმანი: რეზო მიქელაძე