სურა 65 ტალაყი, აიათი 5 – 6

  1. ذَٰلِكَ أَمْرُ اللَّهِ أَنْزَلَهُ إِلَيْكُمْ ۚ وَمَنْ يَتَّقِ اللَّهَ يُكَفِّرْ عَنْهُ سَيِّئَاتِهِ وَيُعْظِمْ لَهُ أَجْرًا

    სწორედ ესაა ბრძანება ალლაჰისა, რომელიც გარდმოავლინა თქვენთან. და ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუფარავს მას სიავენს თვისას და გაუმრავლებს მას საზღაურს.

    65:5
  2. أَسْكِنُوهُنَّ مِنْ حَيْثُ سَكَنْتُمْ مِنْ وُجْدِكُمْ وَلَا تُضَارُّوهُنَّ لِتُضَيِّقُوا عَلَيْهِنَّ ۚ وَإِنْ كُنَّ أُولَاتِ حَمْلٍ فَأَنْفِقُوا عَلَيْهِنَّ حَتَّىٰ يَضَعْنَ حَمْلَهُنَّ ۚ فَإِنْ أَرْضَعْنَ لَكُمْ فَآتُوهُنَّ أُجُورَهُنَّ ۖ وَأْتَمِرُوا بَيْنَكُمْ بِمَعْرُوفٍ ۖ وَإِنْ تَعَاسَرْتُمْ فَسَتُرْضِعُ لَهُ أُخْرَىٰ

    დაასახლეთ ისინი იქ, სადაც თქვენ სახლობთ, თქვენი შეძლებისამებრ. და არ ავნოთ მათ, რათა შეავიწროვოთ. და თუ ორსულად არიან, მაშინ გაიღეთ საარსებო სახსარი მათზე მშობიარობამდე. ამის შემდეგ თუ ძუძუს აწოვებენ თქვენთვის, მაშინ მიეცით საზღაური მათ, და შეთანხმდით ერთმანეთში წესისამებრ და თუ შეთანხმება გაძნელდა, მაშინ მას სხვამ აწოვოს ძუძუ.

    65:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე