სურა 65 ტალაყი, აიათი 1 – 4

  1. يَا أَيُّهَا النَّبِيُّ إِذَا طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ فَطَلِّقُوهُنَّ لِعِدَّتِهِنَّ وَأَحْصُوا الْعِدَّةَ ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ رَبَّكُمْ ۖ لَا تُخْرِجُوهُنَّ مِنْ بُيُوتِهِنَّ وَلَا يَخْرُجْنَ إِلَّا أَنْ يَأْتِينَ بِفَاحِشَةٍ مُبَيِّنَةٍ ۚ وَتِلْكَ حُدُودُ اللَّهِ ۚ وَمَنْ يَتَعَدَّ حُدُودَ اللَّهِ فَقَدْ ظَلَمَ نَفْسَهُ ۚ لَا تَدْرِي لَعَلَّ اللَّهَ يُحْدِثُ بَعْدَ ذَٰلِكَ أَمْرًا

    ჰეი, შუამავალო! როცა გაეყრებით ცოლებს, მაშინ გაეყარეთ დადგენილი ვადის დაცვით და გადაითვალეთ დადგენილი ვადა. გეშინოდეთ ალლაჰის, თქვენი ღმერთის! არ გააძევოთ ისინი სახლებიდან და არც ისინი წავიდნენ, გარდა თუ არ ჩაუდენიათ მათ აშკარა მრუშობა. აი, ესაა ალლაჰის დადგენილი ნორმები, ხოლო ვინც გადასცდება ალლაჰის დადგენილ ნორმებს, ის საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ. შენ ვერ მიხვდები, ეგების ალლაჰმა ამის შემდგომ შეცვალოს მდგომარეობა.

    65:1
  2. فَإِذَا بَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَأَمْسِكُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ أَوْ فَارِقُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ وَأَشْهِدُوا ذَوَيْ عَدْلٍ مِنْكُمْ وَأَقِيمُوا الشَّهَادَةَ لِلَّهِ ۚ ذَٰلِكُمْ يُوعَظُ بِهِ مَنْ كَانَ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۚ وَمَنْ يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَلْ لَهُ مَخْرَجًا

    ხოლო როცა მიაღწევენ დადგენილ ვადას, ამის შემდეგ დაიტოვეთ ისინი წესისამებრ ან გაშორდით კეთილგანწყობით. და დაისწარით მოწმედ თქვენგან ორი სამართლიანი კაცი და აღასრულეთ მოწმეობა ალლაჰის წინაშე. სწორედ ესაა შეგონება იმათთვის, თქვენგან ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას გამოსავალს.

    65:2
  3. وَيَرْزُقْهُ مِنْ حَيْثُ لَا يَحْتَسِبُ ۚ وَمَنْ يَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ فَهُوَ حَسْبُهُ ۚ إِنَّ اللَّهَ بَالِغُ أَمْرِهِ ۚ قَدْ جَعَلَ اللَّهُ لِكُلِّ شَيْءٍ قَدْرًا

    და დააპურებს მას, საიდანაც არ ელის. ხოლო ვინც სასოებს ალლაჰს, მაშინ იგი საკმარისია მისთვის. უეჭველად, ალლაჰი აღმსრულეა საქმის. და დაუდგინა ალლაჰმა ყველაფერს ზომიერება.

    65:3
  4. وَاللَّائِي يَئِسْنَ مِنَ الْمَحِيضِ مِنْ نِسَائِكُمْ إِنِ ارْتَبْتُمْ فَعِدَّتُهُنَّ ثَلَاثَةُ أَشْهُرٍ وَاللَّائِي لَمْ يَحِضْنَ ۚ وَأُولَاتُ الْأَحْمَالِ أَجَلُهُنَّ أَنْ يَضَعْنَ حَمْلَهُنَّ ۚ وَمَنْ يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَلْ لَهُ مِنْ أَمْرِهِ يُسْرًا

    თქვენს ქალთაგან, რომელთაც ქალთაწესისგან იმედი ამოეწურათ, თუ დაეჭვდებით დადგენილი ვადის თაობაზე, ვადა სამი თვეა, როგორც იმათთვის ვისაც ქალთაწესი ჯერ არ ჰქონია. და ისინი, რომელნიც ფეხმძიმები არიან მშობიარობამდე. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას საქმეში სიადვილეს.

    65:4

თარგმანი: რეზო მიქელაძე