სურა 61 საფი, აიათი 10 – 13
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا هَلْ أَدُلُّكُمْ عَلَىٰ تِجَارَةٍ تُنْجِيكُمْ مِنْ عَذَابٍ أَلِيمٍ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ხომ არ მიგანიშნო იმ ვაჭრობაზე, რომელიც გიხსნით მწარე ტანჯვისგან?
61:10 -
تُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَرَسُولِهِ وَتُجَاهِدُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ بِأَمْوَالِكُمْ وَأَنْفُسِكُمْ ۚ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ
ირწმუნებთ ალლაჰს, მის შუამავალს და იბრძოლებთ ალლაჰის გზაზე თქვენი ქონებითა და სიცოცხლით, ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!
61:11 -
يَغْفِرْ لَكُمْ ذُنُوبَكُمْ وَيُدْخِلْكُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ وَمَسَاكِنَ طَيِّبَةً فِي جَنَّاتِ عَدْنٍ ۚ ذَٰلِكَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ
მაშინ შეგინდობთ იგი თქვენს ცოდვებს და შეგიყვანთ სამოთხენში, რომლის ძირს მოედინება მდინარეები, თანაც ედემის ბაღებია საუკეთესო ადგილსამყოფელად, რამეთუ ესაა უდიდესი ნეტარება!
61:12 -
وَأُخْرَىٰ تُحِبُّونَهَا ۖ نَصْرٌ مِنَ اللَّهِ وَفَتْحٌ قَرِيبٌ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ
და სხვა, რაც გიყვართ: შეწევნა ალლაჰისგან და ახლო გამარჯვება. და ახარეთ მორწმუნეთ!
61:13
თარგმანი: რეზო მიქელაძე