სურა 5 მაიდე, აიათი 95 – 97
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَقْتُلُوا الصَّيْدَ وَأَنْتُمْ حُرُمٌ ۚ وَمَنْ قَتَلَهُ مِنْكُمْ مُتَعَمِّدًا فَجَزَاءٌ مِثْلُ مَا قَتَلَ مِنَ النَّعَمِ يَحْكُمُ بِهِ ذَوَا عَدْلٍ مِنْكُمْ هَدْيًا بَالِغَ الْكَعْبَةِ أَوْ كَفَّارَةٌ طَعَامُ مَسَاكِينَ أَوْ عَدْلُ ذَٰلِكَ صِيَامًا لِيَذُوقَ وَبَالَ أَمْرِهِ ۗ عَفَا اللَّهُ عَمَّا سَلَفَ ۚ وَمَنْ عَادَ فَيَنْتَقِمُ اللَّهُ مِنْهُ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ ذُو انْتِقَامٍ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოჰკლათ ნადირი, როცა თქვენ ხართ იჰრამში შემოსილი. და რომელი თქვენგანიც მოკლავს მას განზრახ, სამაგიეროა შინაური ცხოველით, მისი შესაბამისი, რაც მოჰკლა. თქვენგან ორმა მართალმა კაცმა განსაჯოს ეს საქმე და შერჩეული საქონელი გაიგზავნოს ქააბასთან; ან გამოსასყიდია უპოვრების დაპურებით; ან ამის სანაცვლოდ იმარხულოს, რათა იგემოს საკუთარი საქციელის სიმძიმე. ალლაჰმა შეუნდო, რაც მოხდა ადრე, ხოლო ვინც დაუბრუნდება, ალლაჰი შურს იძიებს მასზე. და ალლაჰი ძლევამოსილია, შურისმგებელია!
5:95 -
أُحِلَّ لَكُمْ صَيْدُ الْبَحْرِ وَطَعَامُهُ مَتَاعًا لَكُمْ وَلِلسَّيَّارَةِ ۖ وَحُرِّمَ عَلَيْكُمْ صَيْدُ الْبَرِّ مَا دُمْتُمْ حُرُمًا ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ الَّذِي إِلَيْهِ تُحْشَرُونَ
ნებადართულია თქვენთვის ნანადირევი ზღვისა და მირთმევა მისი; სარგებლად თქვენთვის და მგზავრთათვის. და აიკრძალა თქვენდა ნანადირევი ხმელეთისა, სანამ იჰრამში იმყოფებით. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომელთა წინაშეც შეკრებილ უნდა იქმნეთ!
5:96 -
جَعَلَ اللَّهُ الْكَعْبَةَ الْبَيْتَ الْحَرَامَ قِيَامًا لِلنَّاسِ وَالشَّهْرَ الْحَرَامَ وَالْهَدْيَ وَالْقَلَائِدَ ۚ ذَٰلِكَ لِتَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَأَنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
ალლაჰმა ქააბა, სახლი ნაკრძალი (წმინდა), თვე ნაკრძალი, და შესაწირი ცხოველი და აქლემები სამკაულებშებმული ადამიანთა არსებობისთვის დაადგინა. ეს იმისთვის, რომ იცოდეთ, ალლაჰი უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; და რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
5:97
თარგმანი: რეზო მიქელაძე