სურა 5 მაიდე, აიათი 78 – 86

  1. لُعِنَ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ بَنِي إِسْرَائِيلَ عَلَىٰ لِسَانِ دَاوُودَ وَعِيسَى ابْنِ مَرْيَمَ ۚ ذَٰلِكَ بِمَا عَصَوْا وَكَانُوا يَعْتَدُونَ

    ურწმუნონი, რომელნიც არიან ისრაილის შვილთა შორის, დაწყევლილი არიან დავუდის და ღისას, მარიამის შვილის პირით. ეს იმისათვის, რომ ურჩნი იყვნენ და ზღვარს გადადიოდნენ,

    5:78
  2. كَانُوا لَا يَتَنَاهَوْنَ عَنْ مُنْكَرٍ فَعَلُوهُ ۚ لَبِئْسَ مَا كَانُوا يَفْعَلُونَ

    ისინი არ უკრძალავდნენ ერთმანეთს ცუდ საქმიანობას. რაოდენ საზიზღრობაა ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ!

    5:79
  3. تَرَىٰ كَثِيرًا مِنْهُمْ يَتَوَلَّوْنَ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ لَبِئْسَ مَا قَدَّمَتْ لَهُمْ أَنْفُسُهُمْ أَنْ سَخِطَ اللَّهُ عَلَيْهِمْ وَفِي الْعَذَابِ هُمْ خَالِدُونَ

    დაინახავ შენ: მათგან უმეტესი მეგობრად აიყვანს, რომელნიც ურწმუნონი არიან. რაოდენ ცუდია ის, რაც მათ საკუთარი თავისთვის წაიმძღვარეს, და რომ ალლაჰი განურისხდა მათ და ტანჯვაში დარჩებიან ეგენი სამუდამოდ.

    5:80
  4. وَلَوْ كَانُوا يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالنَّبِيِّ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْهِ مَا اتَّخَذُوهُمْ أَوْلِيَاءَ وَلَٰكِنَّ كَثِيرًا مِنْهُمْ فَاسِقُونَ

    მათ რომ ერწმუნათ ალლაჰი და შუამავალი და რაც გარდმოევლინა მას, ხომ არ აიყვანდნენ მეგობრებად მათ. მაგრამ გზასამცდარია მათგან უმეტესი.

    5:81
  5. لَتَجِدَنَّ أَشَدَّ النَّاسِ عَدَاوَةً لِلَّذِينَ آمَنُوا الْيَهُودَ وَالَّذِينَ أَشْرَكُوا ۖ وَلَتَجِدَنَّ أَقْرَبَهُمْ مَوَدَّةً لِلَّذِينَ آمَنُوا الَّذِينَ قَالُوا إِنَّا نَصَارَىٰ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّ مِنْهُمْ قِسِّيسِينَ وَرُهْبَانًا وَأَنَّهُمْ لَا يَسْتَكْبِرُونَ

    უეჭველად, სიძულვილში იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს, ყველაზე მკაცრთ შენ იუდეველებს და წარმართებს იხილავ. და სიყვარულში იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს, ყველაზე ახლობელთ შენ იმათ იხილავ, რომელნიც იტყვიან: „ჩვენ ვართ ქრისტიანნი“. ეს იმიტომ, რომ მღვდლები და ბერებია მათ შორის, და არ ამპარტავნებენ ისინი.

    5:82
  6. وَإِذَا سَمِعُوا مَا أُنْزِلَ إِلَى الرَّسُولِ تَرَىٰ أَعْيُنَهُمْ تَفِيضُ مِنَ الدَّمْعِ مِمَّا عَرَفُوا مِنَ الْحَقِّ ۖ يَقُولُونَ رَبَّنَا آمَنَّا فَاكْتُبْنَا مَعَ الشَّاهِدِينَ

    როცა გაიგონებენ ისინი შუამავალზე ზემოვლინებულს, დაინახავ მათ თვალებს მოჩქეფარე ცრემლით იმის გამო, რომ შეიმეცნეს ჭეშმარიტება. ევედრებიან ისინი: ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ჩვენ და ჩვენ ჩაგვწერე მოწმეთა რიგებში;

    5:83
  7. وَمَا لَنَا لَا نُؤْمِنُ بِاللَّهِ وَمَا جَاءَنَا مِنَ الْحَقِّ وَنَطْمَعُ أَنْ يُدْخِلَنَا رَبُّنَا مَعَ الْقَوْمِ الصَّالِحِينَ

    და რად აღარ უნდა ვიწამოთ ალლაჰი და ის, რაც ჭეშმარიტებისგან გვებოძა? და ჩვენ გვსურს, რომ შეგვიყვანოს ღმერთმა ჩვენმა მორწმუნე ხალხის რიგებში!

    5:84
  8. فَأَثَابَهُمُ اللَّهُ بِمَا قَالُوا جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ وَذَٰلِكَ جَزَاءُ الْمُحْسِنِينَ

    და იმისთვის, რაც თქვეს მათ ალლაჰი დაასაჩუქრებს სამოთხეებით, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ესაა კეთილისმთესველნის საზღაური.

    5:85
  9. وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَحِيمِ

    და რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები, ეგენი არიან ჯოჯოხეთის ბინადარნი.

    5:86

თარგმანი: რეზო მიქელაძე