სურა 5 მაიდე, აიათი 67 – 77

  1. يَا أَيُّهَا الرَّسُولُ بَلِّغْ مَا أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ ۖ وَإِنْ لَمْ تَفْعَلْ فَمَا بَلَّغْتَ رِسَالَتَهُ ۚ وَاللَّهُ يَعْصِمُكَ مِنَ النَّاسِ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْكَافِرِينَ

    ო, შუამავალო! აუწყე, რაც ზემოგევლინა შენ შენი ღმერთისგან. და თუ ამას არ იქმ, მაშინ მისი წერილი სრულყოფილად არ გადაგიცემია. ხოლო ალლაჰი დაგიფარავს იმ ადამიანებისგან. უეჭველად, ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დაადგენს ჭეშმარიტ გზას!

    5:67
  2. قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ لَسْتُمْ عَلَىٰ شَيْءٍ حَتَّىٰ تُقِيمُوا التَّوْرَاةَ وَالْإِنْجِيلَ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْكُمْ مِنْ رَبِّكُمْ ۗ وَلَيَزِيدَنَّ كَثِيرًا مِنْهُمْ مَا أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ طُغْيَانًا وَكُفْرًا ۖ فَلَا تَأْسَ عَلَى الْقَوْمِ الْكَافِرِينَ

    უთხარი შენ: ჰეი, ღვთიური წიგნის მფლობელნო! დასაყრდენი არ გაგაჩნიათ, სანამ თევრათს და ინჯილს არ დაიცავთ და იმას, რაც თქვენი ღმერთისგან ზემოგევლინათ.“ და ბევრს მათგან მართლაც გაუმრავლებს ურჩობასა და ურწმუნოებას ის, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან, ხოლო ურწმუნო ხალხის გამო გული არ დაგწყდეს შენ!

    5:68
  3. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَالَّذِينَ هَادُوا وَالصَّابِئُونَ وَالنَّصَارَىٰ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَعَمِلَ صَالِحًا فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, და რომელნიც იყვნენ იუდეველნი, საბიელნი და ქრისტიანნი, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ჰქმნა სიკეთე, არ ექნებათ არაფრის შიში და არც სადარდებელი!

    5:69
  4. لَقَدْ أَخَذْنَا مِيثَاقَ بَنِي إِسْرَائِيلَ وَأَرْسَلْنَا إِلَيْهِمْ رُسُلًا ۖ كُلَّمَا جَاءَهُمْ رَسُولٌ بِمَا لَا تَهْوَىٰ أَنْفُسُهُمْ فَرِيقًا كَذَّبُوا وَفَرِيقًا يَقْتُلُونَ

    აკი, ავიღეთ აღთქმა ისრაილის ძეთაგან და წარვგზავნეთ მათთან შუამავალნი. ყოველთვის, როცა ისეთ რასმეს მიუტანდათ შუამავალი, რაც არ მოსწონდათ მათ, ერთი ნაწილი ცრუს აცხადებდნენ, ხოლო მეორე ნაწილი კლავდნენ მათ.

    5:70
  5. وَحَسِبُوا أَلَّا تَكُونَ فِتْنَةٌ فَعَمُوا وَصَمُّوا ثُمَّ تَابَ اللَّهُ عَلَيْهِمْ ثُمَّ عَمُوا وَصَمُّوا كَثِيرٌ مِنْهُمْ ۚ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِمَا يَعْمَلُونَ

    და ფიქრობდნენ, რომ სასჯელი არ იქნებოდა, დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ ისინი. ალლაჰმა შეუნდო მათ, მერე კვლავ დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ მრავალნი მათგან. ხოლო ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებენ ისინი!

    5:71
  6. لَقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ هُوَ الْمَسِيحُ ابْنُ مَرْيَمَ ۖ وَقَالَ الْمَسِيحُ يَا بَنِي إِسْرَائِيلَ اعْبُدُوا اللَّهَ رَبِّي وَرَبَّكُمْ ۖ إِنَّهُ مَنْ يُشْرِكْ بِاللَّهِ فَقَدْ حَرَّمَ اللَّهُ عَلَيْهِ الْجَنَّةَ وَمَأْوَاهُ النَّارُ ۖ وَمَا لِلظَّالِمِينَ مِنْ أَنْصَارٍ

    ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა; და თქვა მესიჰმა: ისრაილის შვილნო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი.

    5:72
  7. لَقَدْ كَفَرَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ ثَالِثُ ثَلَاثَةٍ ۘ وَمَا مِنْ إِلَٰهٍ إِلَّا إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۚ وَإِنْ لَمْ يَنْتَهُوا عَمَّا يَقُولُونَ لَيَمَسَّنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    ვფიცავ! ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰი სამთაგან მესამეა. და არ არის ღმერთი, გარდა ერთი ღმერთისა. და თუ ისინი არ მოიშლიან იმას, რასაც ამბობენ, უთუოდ მწარე სასჯელი შეეხებათ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს!

    5:73
  8. أَفَلَا يَتُوبُونَ إِلَى اللَّهِ وَيَسْتَغْفِرُونَهُ ۚ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ

    განა არ სურთ პატიება და შენდობა შესთხოვონ ალლაჰს?! და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

    5:74
  9. مَا الْمَسِيحُ ابْنُ مَرْيَمَ إِلَّا رَسُولٌ قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِهِ الرُّسُلُ وَأُمُّهُ صِدِّيقَةٌ ۖ كَانَا يَأْكُلَانِ الطَّعَامَ ۗ انْظُرْ كَيْفَ نُبَيِّنُ لَهُمُ الْآيَاتِ ثُمَّ انْظُرْ أَنَّىٰ يُؤْفَكُونَ

    მესიჰი, მარიამის ძე, მხოლოდ შუამავალია, განვლეს უკვე შუამავალთა მასზე უწინ. ხოლო დედა მისი სიმართლისმთქმელი ქალი იყო. ორივე მათგანი საჭმელს მიირთმევდა. შეხედე, როგორ ვუმარტავთ ხალხს აიათებს, და შეხედე, როგორ აქცევენ ზურგს!

    5:75
  10. قُلْ أَتَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَمْلِكُ لَكُمْ ضَرًّا وَلَا نَفْعًا ۚ وَاللَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    უთხარი შენ: განა ალლაჰის გარდა იმას ეთაყვანებით თქვენ, რასაც არ შეუძლია თქვენთვის არც სიავისა და არც სიკეთის მოტანა? და ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა იგი.

    5:76
  11. قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ لَا تَغْلُوا فِي دِينِكُمْ غَيْرَ الْحَقِّ وَلَا تَتَّبِعُوا أَهْوَاءَ قَوْمٍ قَدْ ضَلُّوا مِنْ قَبْلُ وَأَضَلُّوا كَثِيرًا وَضَلُّوا عَنْ سَوَاءِ السَّبِيلِ

    უთხარი შენ: ჰეი, ღვთიური წიგნის მფლობელნო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს რწმენაში ჭეშმარიტების წინააღმდეგ და ნუ აყვებით იმ ხალხის სურვილებს, ვინც თქვენს უწინ აცდა ჭეშმარიტებას და სხვა ბევრიც შეიყვანა შეცდომაში, და გადამცდარა სწორ გზას.

    5:77

თარგმანი: რეზო მიქელაძე