სურა 5 მაიდე, აიათი 66 – 68

  1. وَلَوْ أَنَّهُمْ أَقَامُوا التَّوْرَاةَ وَالْإِنْجِيلَ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْهِمْ مِنْ رَبِّهِمْ لَأَكَلُوا مِنْ فَوْقِهِمْ وَمِنْ تَحْتِ أَرْجُلِهِمْ ۚ مِنْهُمْ أُمَّةٌ مُقْتَصِدَةٌ ۖ وَكَثِيرٌ مِنْهُمْ سَاءَ مَا يَعْمَلُونَ

    მათ რომ ემოქმედათ თევრათითა და ინჯილით და რაც ზემოევლინა მათ მათი ღმერთისგან, დიახაც, ისაზრდოებდნენ იმით, რაც მათ ზემოთაა და მათ ქვემოთაა. არის მათ შორის თემი, ზომიერების დამცავი, მაგრამ ცუდია ის, რასაც უმეტესობა სჩადის.

    5:66
  2. يَا أَيُّهَا الرَّسُولُ بَلِّغْ مَا أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ ۖ وَإِنْ لَمْ تَفْعَلْ فَمَا بَلَّغْتَ رِسَالَتَهُ ۚ وَاللَّهُ يَعْصِمُكَ مِنَ النَّاسِ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْكَافِرِينَ

    ო, შუამავალო! აუწყე, რაც ზემოგევლინა შენ შენი ღმერთისგან. და თუ ამას არ იქმ, მაშინ მისი წერილი სრულყოფილად არ გადაგიცემია. ხოლო ალლაჰი დაგიფარავს იმ ადამიანებისგან. უეჭველად, ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დაადგენს ჭეშმარიტ გზას!

    5:67
  3. قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ لَسْتُمْ عَلَىٰ شَيْءٍ حَتَّىٰ تُقِيمُوا التَّوْرَاةَ وَالْإِنْجِيلَ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْكُمْ مِنْ رَبِّكُمْ ۗ وَلَيَزِيدَنَّ كَثِيرًا مِنْهُمْ مَا أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ طُغْيَانًا وَكُفْرًا ۖ فَلَا تَأْسَ عَلَى الْقَوْمِ الْكَافِرِينَ

    უთხარი შენ: ჰეი, ღვთიური წიგნის მფლობელნო! დასაყრდენი არ გაგაჩნიათ, სანამ თევრათს და ინჯილს არ დაიცავთ და იმას, რაც თქვენი ღმერთისგან ზემოგევლინათ.“ და ბევრს მათგან მართლაც გაუმრავლებს ურჩობასა და ურწმუნოებას ის, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან, ხოლო ურწმუნო ხალხის გამო გული არ დაგწყდეს შენ!

    5:68

თარგმანი: რეზო მიქელაძე