სურა 5 მაიდე, აიათი 48 – 49

  1. وَأَنْزَلْنَا إِلَيْكَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ مُصَدِّقًا لِمَا بَيْنَ يَدَيْهِ مِنَ الْكِتَابِ وَمُهَيْمِنًا عَلَيْهِ ۖ فَاحْكُمْ بَيْنَهُمْ بِمَا أَنْزَلَ اللَّهُ ۖ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَهُمْ عَمَّا جَاءَكَ مِنَ الْحَقِّ ۚ لِكُلٍّ جَعَلْنَا مِنْكُمْ شِرْعَةً وَمِنْهَاجًا ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَجَعَلَكُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَلَٰكِنْ لِيَبْلُوَكُمْ فِي مَا آتَاكُمْ ۖ فَاسْتَبِقُوا الْخَيْرَاتِ ۚ إِلَى اللَّهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا فَيُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ

    და ჩვენ შენდა გარდმოვავლინეთ წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმისა, რაც მასზე უწინ იყო წიგნში, და დამცველად მისდა. მაშ, განსაჯე მათ შორის იმის მიხედვით, რაც ზემოავლინა ალლაჰმა, არ განუდგე შენზე ბოძებულ ჭეშმარიტებას და არ აჰყვე მათ სურვილებს. თითოეულ თქვენგანს ჩვენ დავუდგინეთ კანონი და გზა. და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად გქმნიდათ თქვენ. მაგრამ (დაგყოთ) იმისთვის რომ გამოეცადეთ იმით, რაც გიბოძათ. მაშ, შეეჯიბრეთ ერთმანეთს კეთილი საქმეების კეთებაში. ყველანი ალლაჰთან მიბრუნდებით და იგი გაცნობებს იმას, რაზეც გქონდათ უთანხმოება.

    5:48
  2. وَأَنِ احْكُمْ بَيْنَهُمْ بِمَا أَنْزَلَ اللَّهُ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَهُمْ وَاحْذَرْهُمْ أَنْ يَفْتِنُوكَ عَنْ بَعْضِ مَا أَنْزَلَ اللَّهُ إِلَيْكَ ۖ فَإِنْ تَوَلَّوْا فَاعْلَمْ أَنَّمَا يُرِيدُ اللَّهُ أَنْ يُصِيبَهُمْ بِبَعْضِ ذُنُوبِهِمْ ۗ وَإِنَّ كَثِيرًا مِنَ النَّاسِ لَفَاسِقُونَ

    და განსაჯე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინა და არ აჰყვე მათ სურვილებს. სიფრთხილე გმართებს მათთან, რომ იმის ნაწილისგან არ გაცდუნონ, რაც ზემოგივლინა ალლაჰმა. თუ პირი იბრუნეს, იცოდე, რომ ალლაჰი აწევს სასჯელს ზოგიერთ მათგანს მათივე ცოდვებიდან გამომდინარე. და უეჭველად, ადამიანთა უმეტესნი ურჩნი არიან.

    5:49

თარგმანი: რეზო მიქელაძე